„ოცნებას” ჰგონია, რომ არჩევნები მოიგო, მაგრამ არჩევნები მოიგო სააკაშვილმა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა „ოცნების”გამარჯვებაში"

07 Dec 2018 04:50

„ოცნებას” ჰგონია, რომ არჩევნები მოიგო, მაგრამ არჩევნები მოიგო სააკაშვილმა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა „ოცნების”გამარჯვებაში; რომ არა სააკაშვილის ფაქტორი, „ოცნებას” გამარჯვებისარანიარი შანსი არ ჰქონდა, რად-გან მას 6 წლის განმავლობაში არაფერიგაუკეთებია ხალხის ნდობის მოსაპოვებლად”, – ასე აფასებს არჩევნებისშეგდეგებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც „რეზონანსი” ქვეყანაში შექმნილპოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.


„არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლებას ეტყობოდა, რომ შეშინდა და დაიწყო დაპირებები, მაგრამროგორც კი მოიგეს, ისევ ძველ ამბებს დაუბრუნდნენ, ეტყობა დაავიწყდათ.


„ხელისუფლებას ჰგონია, რომ არჩევნები მოიგო, მაგრამ არჩევნები მოიგო სააკაშვილმა, რომელმაც უდიდესიროლი შეასრულა „ოცნების” გამარჯვებაში. რომ არა სააკაშვილის ფაქტორი „ოცნებას” გამარჯვების არანიარიშანსი არ ჰქონდა, რადგან 6 წლის განმავალობაში არაფერი გაუკეთებია ხალხის ნდობის მოსაპოვებლად.


„თუ ასე გააგრძელებენ, რადგან ჯერჯერობით კონკრეტული ვერაფერი უთქვამთ, სამომავალოდ რისგაკეთებას აპირებენ, რომელიც შეიძლება საქმედ იქცეს, გარდა ისევ დაპირებებისა, როგორ მთავრდებაყველაფერი ეს, ჩვენ 28 წელია ვიცით.


„ოცნება” მარადიული არ არის და ისიც ძალიან მალე გაქრება პოლიტიკური სცენიდან. ამიტომ, ჯერ კიდევსანამ დრო აქვთ, მოახერხონ, რომ მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, კარგი სახელი დატოვონ.


„ვურჩევ ხელისუფლებას თავი დაანებოს „ნაცმოძრაობასთან” კონფრონტაციას და ქვეყანაში არსებულპრობლემებს მიხედოს, რადგან მართლაც ძალიან ცუდი სიტუაციაა, როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკურითვალსაზრისით. სიღარიბე ჭამს ქვეყანას. ამიტომ უსწრაფესია, რომ წარმოადგინონ პროგრამა, როდის და რისგაკეთებას აპირებენ, პირველ რიგში დასაქმების საკითხთან დაკავშირებით. ასევე როგორი იქნებაპოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკა და პოლიტიკური თამაშის წესები.


„ის საარჩევნო სისტემა, რომელსაც საფუძველი სააკაშვილმა ჩაუყარა, „ოცნება” ისევ ამ სისტემაზე ზის,ქვეყანაში დომინანტი ოპოზიციური ძალა ისევ „ნაციონალური მოძრაობა” ჰგონია, სხვა ყველა პარტიები კი –ბრიყვების ჯგუფი. ამიტომ, კეთილი ინებონ და ყველაფერი გაკეთონ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, ქვეყანა ოდნავ მაინც წინ წავიდეს”, – განაცხადა „რეზონანსთან” დემურ გიორხელიძემ.



რეზონანსი

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი