ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” ხაშურში “მშობელთა სკოლის” საპილოტე ტრენინგს ატარებს

06 Dec 2018 17:50

საქართველოში პირველად, ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგები დაიწყო, რომელთა გავლის შედეგად მიღებული ინფორმაცია და ახალი უნარ-ჩვევები მშობლებს შვილის სწავლისა და აღზრდის საკითხებში, სკოლასთან ურთიერთობაში და სასკოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში დაეხმარება. 


პირველი ტრენინგის მასპინძელი ხაშურის N1 საჯარო სკოლაა.  


ტრენინგის მონაწილეები შემდეგ საკითხებს გადიან: 


 • ძალადობა, ბულინგი და სტრესი სკოლაში; 


• რა უფლებებს ანიჭებს სკოლის მოსწავლეთა მშობლებს კანონი;


• სკოლისა და მოსწავლის მშობლის ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები; 


• ზოგადი განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის მექანიზმები.


 როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ტრენინგები პირველ ეტაპზე, ორგანიზაციის მხარდამჭერებისთვის ტარდება და და მათთვის უფასოა. 


"მშობელთა სკოლის საჭიროება ორგანიზაციის მიერ რეგიონებში ორგანიზებულმა საინფორმაციო-გაცნობითმა შეხვედრებმა  გამოკვეთა, რომლის ფარგლებში იდენტიფიცირდა ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც ქვეყნის მასშტაბით მეტ-ნაკლებად საერთოა ყველა სკოლისა და მშობლისთვის. მშობელთა სკოლის ტრენინგები, კოალიციის "განათლება ყველასათვის - საქართველო" ხელშეწყობით, დეკემბრის თვეში - თელავში, ახალციხესა და გორში, ხოლო მომავალი წლიდან, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში ჩატარდება. ამის შემდეგ კი დავიწყებთ მასტერკლასებს, რომელზე რეგისტრაციასაც სიმბოლური ფასი ექნება", - აცხადებს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და "მშობელთა სკოლის" მენეჯერი თაია მახარაშვილი.  ტრენინგის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ ორგანიზაციის ვებგვერდზე და facebook გვერდზე განთავსებული აპლიკაცია და არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ ტრენინგის საჭიროება, ვინაიდან სწორედ სამოტივაციო წერილზე იქნება დამოკიდებული აპლიკანტების შერჩევა. ტრენინგის ხანგრძლივობა 6 საათია და მას განათლების ტრენერი მანანა ჯინჭარაძე გაუძღვება.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი
ფართი შოპი ფეიერვერკი და სპეცეფექტები ბუშტების სამყარო სადღესასწაულო ტრანსპორტი ფურშეტის და ქეითერინგის მომსახურება ტორტები და ნამცხვრები ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები ლიმუზინის ქირაობა limuzini daqiraveba limuzini qiraoba limuzini ლიმუზინის მომსახურება ლიმუზინი გამოძახებით saqorwilo limuzinis qiraoba hameris limuzinis daqiraveba hameris limuzini limuzinis gaqiraveba qutaisi limuzinis qiraoba kutaisi limuzinis qiraoba batumshi limuzinis momsaxureba limuzinis gaqiraveba tbilisi limuzinis gaqiraveba limuzinis qiraoba tbilisi ლიმუზინის დაქირავება მანქანის გაქირავება ქორწილისთვის ლიმუზინის გაქირავება ქირავდება ლიმუზინი ჰამერის ლიმუზინის ქირაობა limuzinis qiraoba