დედაქალაქის მერია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიას შეუერთდა

06 Dec 2018 03:52

დედაქალაქის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან კამპანიას შეუერთდა.


ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე, ცნობადობის ამაღლების მიზნით გამართულ აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ მიიღო. მერის მოადგილემ რუსთაველის გამზირზე, მუნიციპალური ავტობუსების მგზავრებს კამპანიასთან დაკავშირებით, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა და მათ სიმბოლური გულსაბნევები გადასცა.


„თბილისის მუნიციპალიტეტი ძალადობის წინააღმდეგ, 16-დღიან კამპანიას შეუერთდა. სამწუხაროდ, ჩვენ ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, ძალიან ცუდი სტატისტიკური მაჩვენებელი გვაქვს. ძალადობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ამიტომ, ყველა ქალს მოვუწოდებ, ხმა აღიმაღლონ და იცოდნენ, რომ სახელმწიფო ყოველთვის მათ გვერდით იდგება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.


16-დღიანი კამპანია საქართველოში რამდენიმე წელია ტარდება, თუმცა წელს, პირველად, სახელმწიფო უწყებების ორგანიზებით მიმდინარეობს. ცენტრალური მთავრობის ინიციატივას 30-მდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი შეუერთდა. ამის პარალელურად, მიმდინარეობს კამპანია სოციალურ მედიაში. საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე განსაკუთრებული ყურადღება სამართლებრივი ნორმებისა და ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეთმობა. 

 

კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, 2018 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა.


ორივე დოკუმენტი, სამოქმედო ჩარჩოს იმ დარგობრივი სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის აყალიბებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე რეაგირებაში არიან ჩართული.


ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საინფორმაციო კამპანიაში მერის მოადგილესთან ერთად, მონაწილეობა გენდერული თანასწორობის საკითხებში დედაქალაქის მერის მრჩეველმა ნინო ბურძენიძემ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და დედაქალაქის მერიის თანამშრომლებმა მიიღეს.


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი
ფართი შოპი ფეიერვერკი და სპეცეფექტები ბუშტების სამყარო სადღესასწაულო ტრანსპორტი ფურშეტის და ქეითერინგის მომსახურება ტორტები და ნამცხვრები ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები ლიმუზინის ქირაობა limuzini daqiraveba limuzini qiraoba limuzini ლიმუზინის მომსახურება ლიმუზინი გამოძახებით saqorwilo limuzinis qiraoba hameris limuzinis daqiraveba hameris limuzini limuzinis gaqiraveba qutaisi limuzinis qiraoba kutaisi limuzinis qiraoba batumshi limuzinis momsaxureba limuzinis gaqiraveba tbilisi limuzinis gaqiraveba limuzinis qiraoba tbilisi ლიმუზინის დაქირავება მანქანის გაქირავება ქორწილისთვის ლიმუზინის გაქირავება ქირავდება ლიმუზინი ჰამერის ლიმუზინის ქირაობა limuzinis qiraoba