"ჩაიყვანეს მორგში და აიძულეს რომ გაეუპატიურებინა მიცვალებული მამაკაცის გვამი, თორემ „პერედაჩებს“ რომ მოუტანდნენ დედა და და, იმათ ამის თვალწინ გააუპატიურებდნენ..."

03 Dec 2018 06:15

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინო ადამაშვილი სოციალურ ქსელში ბავშვობის მეგობრის გარდაცვალების შესახებ პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს დამირეკა მეგობრის მამამ ევროპიდან და ფატალური ამბავი მომახალა. 


გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც 2005-10 წლებში ციხეში ჩასვეს მარიხუანასპირადი მოხმარების გამო.. ერთხელაც, იმისთვის რომ ის ხმამაღლა ლოცულობდა, შეუვარდნენ კამერაში დახატები თავზე გადაალეწეს.. 


მერე ჩაიყვანეს მორგში და აიძულეს რომ გაეუპატიურებინა მიცვალებული მამაკაცის გვამი, თორემ „პერედაჩებს“ რომ მოუტანდნენ დედა და და, იმათ ამის თვალწინ გააუპატიურებდნენ! მან ეს გააკეთა.. 


შემდეგ 48 საათის განმავლობაში მორგში ეგდო, ამიტომაც გაიყინა ეს ბიჭი. ამნისტიის შემდგომ გამოვიდა და წავიდა ევროპაში, მაგრამ მას მერე ცალი ხელი და ფეხი გაყინული და სრულიად წართმეული ჰქონდა.. ასევე ძლიერი ფსიქიკური პრობლემები დაეწყო.. 


მას დედა გარდაეცვალა მცირე ხნის წინ ამდენი ტანჯვის და ნერვიულობის შედეგად. დღეს კი დედამისის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს თვითონაც დაგვტოვა და წავიდა ამ ცოდვილი სამყაროდან!!! ვიზიარებ მისი ოჯახის, ჩემიოჯახის და სრულიად საქართველოს ტრაგედიას.  ნათელი და სანთელი შენს ძვირფას და ნატანჯ სულს მეგობარო“ - წერს ნინო ადამაშვილი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი