"ქ/ბ პუბლიცისტკა! არასდროს მინახავს არსად, თქვენნაირი უმადური, გაიძვერა, ყალბი, უნიჭო, პროვინციელი და მართლა მთელი არსებით ფულის მონა!!!"

03 Dec 2018 05:27

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს სოციალურ ქსელში ასე მიმართავს:

"ქ/ბ პუბლიცისტკა! თქვენ, კი გინახავთ ჩემზე უკეთესი არტისტები სცენაზე, რაზეც მეც გულწრფელად გეთანხმებით და მეტიც, პირადად მაქვს ჩემზე კარგ არტისტებთან შეხება სცენასა თუ ცხოვრებაში, მაგრამ აი მე, არასდროს მინახავს არსად, თქვენნაირი უმადური, გაიძვერა, ყალბი, უნიჭო, პროვინციელი და მართლა მთელი არსებით ფულის მონა!!!

P.S. არ დაიწყოთ ახლა ქალია და ა. შ.

თან ისეთებმა სალომე ზურაბიშვილს რომ აგინებდით დედას დღე და ღამე. ან კიდევ ისეთებმა, მისი მისამართით ნათქვამი "ჩათლაშკა" რომ გააპრავეთ!!!

და კიდევ: თუ გაინტერესებთ მოღალატის ყველანაირი ახსნა და მისი არსი, ამაზე დიდი ნიმუში, არსად მოიძიება როგორიც ქ/ბ პუბლიცისტკაა!

„ვინაა ბიძინას მონა? თქვენ ძმას 5 ოპერაცია დაუფინანსა, ძმა გაგიცოცხლა, მამათქვენი იღებდა მისგან 5 000-ს..“ - წერს მსახიობი.


ბიბინეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი მომხმარებელი ირწმუნება, რომ ივანიშვილმა ჩარკვიანის ძმას 5 ოპერაცია დაუფინანსა ისრაელში, ხოლო მამა - ჯანსუღ ჩარკვიანი მისგან ყოველ თვე 5000 დოლარს იღებდა და მისი დასაფლავების ხარჯებიც გაიღო. მომხმარებელი აცხადებს, რომ თაკო ჩარკვიანი ივანიშვილს იმის მერე გადაეკიდა, რაც ივანიშვილმა მას გარკვეულ თხოვნებზე უარი უთხრა.


შეგახსენებთ, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს და ქალიშვილს ქუთაისის აეროპორტში უცნობი ახალგაზრდები დაესხნენ თავს. ჩარკვიანის განცხადებით, მიზეზი პოლიტიკური შეხედულებები იყო. შსს-მ ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა. თავის მხრივ, მეორე მხარის მეგობრები სოციალურ ქსელში აცხადებენ, რომ კონფლიქტი ჩარკვიანის აპროვოცირებული იყო და მან ახალგაზრდებს "ბიძინა მონები" უწოდა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი