30 ნოემბერს გალერია თბილისი 1 წლის ხდება, სადღესასწაულო აქტივობები 13:00-დან 22:00 საათამდე გაგრძელდება

29 Nov 2018 23:09

ხვალ, 30 ნოემბერს გალერია თბილისი 1 წლის ხდება. სავაჭრო ცენტრში დაბადების დღის აღსანიშნი ღონისძიება იგეგმება. 


სადღესასწაულო აქტივობები 13:00-დან 22:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში გალერია თბილისის სტუმრებს კოსტიუმირებული მსახიობები შეეგებებიან, რომლებიც სახალისო წარმოდგენების გარდა, მომხმარებლებს საჩუქრების აღმოჩენაში დაეხმარებიან. 


შენობაში უკვე განთავსდა თემატური დეკორაცია. 18:30 საათზე გათამაშება გაიმართება იმ სტუმრებისთვის, რომლებმაც სურვილების ყუთის მეშვეობით სურვილები გამოაგზავნეს. 19:00-დან 21:00 საათამდე ქალაქის გულში სვანსიხი დაუკრავს. ამას გარდა მომხმარებლებს სხვა სიურპრიზებიც ელის. ქალაქის გული დაბადების დღისთვის გალერია თბილისი განსაკუთრებულად მოემზადა. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სადღესასწაულო გზავნილი გაიგზავნა ქალაქში, მათ შორის დაიდგა ფეთქებადი გულის ინსტალაციები, სახლებში დარიგდა მოულოდნელი მოსაწვევები, ტორტის სახით, შეგროვდა ქალაქის მცხოვრებლების მიერ არჩეული სურვილები და ა.შ




loading...

კომენტარები:

ფართი შოპი