ჰამერის ლიმუზინი ქირავდება
ლინკოლნის ლიმუზინის დაქირავება
ფეიერვერკი
ფეიერვერკების მაღაზია
ბუშტები
ბუშტების მაღაზია
bushtebi
ფურშეტი
ქეითერინგი
ალა ფურშეტი
კრაისლერის ლიმუზინის ქირაობა
ჰელიუმის ბუშტები
heliumis bushtebi
მრგვალი ფორმის ბუშტები (ჰელიუმით)
ბუშტების გირლიანდა
bushtebis girlianda
ბუშტების გირლიანდა (არასტანდარტული)
ბუშტების ბრენდირება
bushtebis brendireba
გულის ფორმის ბუშტები
gulis formis bushtebi
ლატექსის ბუშტები
ბუშტები ფერადი
ლატექსის ბუშტი სტანდარტული
ლატექსის ბუშტი პასტელური კონფეტებით
ქრომირებული ბუშტები
ფოიერვერკი
დასადგამი ფეიერვერკი
პიროწარწერა
pirotsartsera
ფერადი ფურცლების წვიმა (კონფეტი)
სასცენო ჩანჩქერი, sasceno chancqeri
სასცენო შადრევანი, sasceno shadrevani
ფეიერვერკი 100გასროლა 1 კალ
ფეიერვერკი 49 გასროლა 0.8 კალ.
ფეიერვერკი 16 გასროლა 0.8 კალ
ფეიერვერკი 19 გასროლა 0.8კალ
ფეიერვერკი 25 გასროლა 0.8კალ
ფეიერვერკი 36 გასროლა 0.8კალ
ფეიერვერკი 16 გასროლა 1 კალ
საჩუქრები, საჩუქრების მაღაზია, sachuqrebi
სასაჩუქრე კალათები
sasachuqre kalatebi
მომსახურე პერსონალი
პრომო სააგენტო
პრომო გოგონა
პრომო გოგონები
პრომო გოგო
მომსახურე პერსონალი
momsaxure personali
ვარდისფერი ლიმუზინი ქირაობა
vardisperi limuzini
სასაჩუქრე კალათი #1
სასაჩუქრე კალათი #2
სასაჩუქრე კალათი #3
სასაჩუქრე კალათი #4
სასაჩუქრე კალათი #5
სასაჩუქრე კალათი #6
სასაჩუქრე კალათი #7
სასაჩუქრე კალათი #8
სასაჩუქრე კალათი #9
სასაჩუქრე კალათა #10
სასაჩუქრე კალათა #11
სასაჩუქრე კალათა #12
სასაჩუქრე კალათა #13
სასაჩუქრე კალათა #14
სასაჩუქრე კალათა #15
სასაჩუქრე კალათა #16
ფეიერვერკი 19 გასროლა 1 კალ
ფეიერვერკი 25 გასროლა 1 კალ
ფეიერვერკი 36 გასროლა 1 კალიბრი
ფეიერვერკი 49 გასროლა 1 კალიბრი
ფეიერვერკი 16 გასროლა 1.2 კალ
სასცენო მძიმე ბოლი
sasceno mdzime boli
სასცენო ბოლის ეფექტი
sasceno boolis epeqti
ფერადი ბოლი
peradi boli
ბუშტების ჩამოყრა
bushtebis chamoyra
ინვენტარის გაქირავება
inventaris gaqiraveba
ქირავდება ჭურჭელი
qiravdeba churcheli
ქირავდება ვისკის ჭიქები, viskis chiqebi
ქირავდება არყის ჭიქები, qiravdeba aryis chiqebi
მაგიდების და სკამების გაქირავება, ქირაობა
ქირავდება შამპანიურის ჭიქები, shampaniuris chiqebi
ქირავდება წვენის ჭიქები, qiravdeba wvenis chiqebi
ქირავდება ღვინის ჭიქები, qiravdeba gvinis chiqebi
ფურშეტის თეფში (18სმ)
ქირავდება თეფშები
ქირავდება ყავის ჭიქები ლამბაქით
ქირავდება სუფრის ჩანგლები
ქირავდება სუფრის დანა
ჩაის კოვზი
ქირავდება მელამინის ლანაგრი
შოკოლადის შადრევანის აპარატი
ქირავდება წვნიანის გამათბობელი აპარატი
ქირავდება გლინტვეინის აპარატი, glitvinis aparati
ქირავდება წყლის მადუღარა, wylis madugara
ელექტრო მარიმიტი
eleqtro marmiti
ქირავდება ელექტრო ქრომირებული მარმიტი
კოქტეილის მაგიდების ქირაობა, koqteilis magidebi
ქირავდება მაგიდა
qiravdeba magida
ქირავდება მრგვალი მაგიდა, mrgvali magida
რეტრო მანქანების გაქირავება, retro manqanebi
თედის დათუნია ვარდებით, sachuqrebi
თედი ბეარი, ყველაზე დიდი დათუნიები საქართველოში
გულის ფორმის ბუშტები (ჰელიუმით გაბერილი)
ვერცხლისფერი ფოლგირებული ციფრები (0-9)
ოქროსფერი ფოლგირებული ციფრები (0-9)
გოლდროუზი ფოლგირებული ციფრები (0-9)
ვარდისფერი ფოლგირებული ციფრები (0-9)
წითელი ფოლგირებული ციფრები (0-9)
ლურჯი ფოლგირებული ციფრები (0-9)
შავი ფოლგირებული ციფრები (0-9)
ფეიერვერკი შადრევანი
ფეიერვერკი ყიდვა
ქაღალდის ფეიერვერკი
ფეირვერკი ფასი
ბუშტების დეკორაცია
ბუშტების დიზაინი
ბუშტებით გაფორმება
ჰელიუმის ბუშტები ვაგზალზე
bushtebze bechdva
ბუშტებზე ბეჭდვა
ლიმუზინის ქირაობა ქუთაისში
დაბადების დღის ბუშტები
dabadebis dgis bushtebi
retro manqanebi fotosesiistvis
რეტრო მანქანები ფოტოსესიისთვის
retro manqanebi qorwilistvis
რეტრო მანქანები ქორწილისთვის
სავეცკი მანქანები
dzveleburi manqanebis qiraoba
ძველებური მანქანების ქირაობა
limuzinebi wveulebebistvis
limuzinebi qorwilistvis
limuzinit gaseirneba
ლიმუზინები წვეულებებისთვის
ლიმუზინები ქორწილისთვის
ლიმუზინით გასეირნება
ლიმუზინით მომსახურება
limuzinit momsaxureba
yvelaze magari limuzini tbilishi
ყველაზე მაგარი ლიმუზინი თბილიში
yvelaze magari limuzini saqartveloshi
ყველაზე მაგარი ლიმუზინი საქართველოში
limuzini wveulebebistvis
hameriss limuzini qorwilistvis
limuzini qorwilistvis
ლიმუზინი წვეულებებისთვის
ჰამერის ლიმუზინი ქორწილისთვის
ლიმუზინი ქორწილისთვის
ასოების დანთება
გულის დანთება
ცეცხლოვანი კედელი
cekvis dros furclebis chamoyra
ცეკვის დროს ფურცლების ჩამოყრა
saqorwilo efeqti
საქორწილო ეფექტი
profesionaluri konfeti
პროფესიონალური კონფეტი
გულის ფორმის კონფეტები
purclebis chamoyra
ფურცლების ჩამოყრა
შაშხანების გაშვება პულტით
sadgesaswaulo shashxanebi
cecxlovani derefani
scenis feierverki
სადღესასწაულო შაშხანები
ცეცხლვანი დერეფანი
სასცენო ფეიერვერკი
ეფექტები ქორწილისთვის
საქორწილო შაშხანები
სცენი მაშხალები
სცენის შაშხანები
მაშხალები
შაშხანები
ცეცხლოვანი წვიმა
cecxlovani shadrevani
ცეცხლოვანი შადრევანი
sasceno feierverki
shida feierverki
შიდა ფეიერვერკი
სცენის ფეიერვერკი
სასცენო ეფეთქტი
feierverkebis 24 saatiani magazia
ფეიერვერკების 24 საათიანი მაღაზია
feierverkebi dabadebisdgistvis
ფეიერვერკები დაბადებისდღისთვის
feierverkis shekveta
ფეიერვერკის შეკვეთა ქორწილისთვის
saqorwilo feierverki
qorwilis feierverki
feierverki qorwilistvis
საქორწილო ფეიერვერკი
ქორწილის ფეიერვერკი
ფეიერვერკი ქორწილისთვის
გრანიოზული ფეიერვერკი
feierverkebi iafad
ფეიერვერკები იაფად
პიროტექნიკით მომსახურება
piroteqnika
პიროტექნიკა
feierverkebi mitanis servisit
feierverkebi mitanit
feierverkebi momsaxurebit
ფეიერვერკები მიტანის სერვისით
ფეიერვერკები მიტანით
ფეიერვერკები მომსახურებით
feierverkebis shekveta
ფეიერვერკების შეკვეთა
feierverkis gashveba
ფეიერვერკკის გაშვება
ფეიერვერკების მაღაზია თბილიში
feierverkebis magazia tbilishi
feierverkis mowyoba tbilishi
piroteqnikosi
piroteqnikosis momsaxureba
sadgesaswaulo feierverkebi
peierverkis mowyoba
sadgesaswaulo peierverki
პიროტექნიკოსი
პიროტექნიკოსის მომსახურება
საახალწლო ფეიერვერკები
ფეიერვერკების სააგენტო
ფეიერვერკის მოწყობა
churchlis qiraoba
ჭურჭლის ქირაობა
skamebis gaqiraveba
ქირავდება სკამები
მაგიდა სკამების ქირაობა
სადღესასწაულო ინვენტარის გაქირავება
ფურშეტის ინვენტარი
ფურშეტის ინვენტარის გაქირავება
საქორწილო ინვენტარის გაქირავება
წვეულების ინვენტარის გაქირავება
საკონფერენციო ინვენტარის გაქირავება
ბუშტებით მომსახურება
ბუშტების მომსახურება
ბოლი ფოტოსესიისათვის
მსუბუქი ბოლის ეფექტი
bolis gashveba
bolis epeqti
bolis effekti
ბოლის ეფექტი
sakoncerto boli
boli iventebistvis
კონცერტის ბოლი
საკონცერტო ბოლი
ბოლი ივენთებისთვის
scenis boli
saqorwilo boli
საქორწილო ბოლი
ქორწილის ბოლი
ბოლი ქორწილისთვის
სცენის ბოლი
ბოლის გაშვება
სადღესასწაულო ფეიერვერკი
ბუშტების მაღაზიის გახსნისთვის
შესასვლელის ბუშტებით გაფორმება
მაღაზიის ბუშტებით გაფორმება
ბუშტების გაკეთება
დაგრეხილი ბუშტები
ბუშტების გრეხილი
ბუშტების შეკვეთა
ჰელიუმის ბუშტები მიტანის სერვისით
ბუშტების გირლიანდები
folgirebuli bushtebis dekoracia
dabadebisdgis oqrosferi bushtebi
oqrosferi bushtebi
oqrosferi folgirebuli bushtebi
folgirebuli cifrebi da asoebi
ფოლგირებული ბუშტების დეკორაცია
დაბადების დღის ოქროსფერი ბუშტები
ოქროსფერი ბუშტები
ოქროსფერი ფოლგირებული ბუშტები
ფოლგირებული ციფრები და ასოები
ბუშტები ასოები
ბურთებით აწყობილი არკა
ბუშტების არკა
საახალწლო გირლიანდა
ჰელიუმის ბუშტები ვაკეში
ჰელიუმის ბუშტები ვარკეთილში
ჰელიუმის ბუშტები გლდანში
ჰელიუმის ბუშტები ვაჟაზე
ჰელიუმის ბუშტები პეკინზე
ბუშტების გაფორმება
ჰელიუმის ბუშტები თავისუფლებაზე
bushtebis shekveta
ბუშტების მაღაზია
heliumiani bushtebis magazia
heliumis bushtebis magazia
heliumiani bushtebi iapad
heliumis bushtebi iafad
ჰელიუმიანი ბუშტებით გაფორმება
ჰელიუმის ბუშტები იაფად ადგილზე მიტანით
heliumis bushtebi
სად ვიყიდო ჰელიუმის ბუშტები
ჰელიუმის ბუშტები გამოძახებით
ჰელიუმის ბუშტები იაფად
ჰელიუმის ბუშტები წერეთელზე
ჰელიუმის ბუშტები დიღომში
ჰელიუმის ბუშტები მარჯანიშვილზე
ჰელიუმის ბუშტები თბილისში
ჰელიუმის ბუშტები რუსთავში
ჰელიუმის ბუშტები საბურთალოზე
ლიმუზინის ქირაობა
limuzini daqiraveba
limuzini qiraoba
limuzini
ლიმუზინის მომსახურება
ლიმუზინი გამოძახებით
saqorwilo limuzinis qiraoba
hameris limuzinis daqiraveba
hameris limuzini
limuzinis gaqiraveba qutaisi
limuzinis qiraoba kutaisi
limuzinis qiraoba batumshi
limuzinis momsaxureba
limuzinis gaqiraveba tbilisi
limuzinis gaqiraveba
limuzinis qiraoba tbilisi
ლიმუზინის დაქირავება
მანქანის გაქირავება ქორწილისთვის
ლიმუზინის გაქირავება
ქირავდება ლიმუზინი
ჰამერის ლიმუზინის ქირაობა
limuzinis qiraoba

"ხელისუფლების განცდა - თქვენ გარეშეც მაგრები ვართო, ჩაფლავდა. „ქართულ ოცნებას“ ხალხის იგნორირების პროექტი ჩაუვარდა"- ინტერვიუ დათო მაღრაძესთან

19 Nov 2018 03:07

„ჩემთვის პოეზიის მისია ადამიანის გადარჩენაა და არა ნევროზის გაზიარება, რამაც მთელი თანამედროვე სამყარო წალეკა“, - ასე მიმართა პოეტმა დავით მაღრაძემ ნიუ-იორკში მისი ამერიკული წიგნის - „ნაფეხურები წყალზე“ -  წარდგენისას შეკრებილ საზოგადოებას.

პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცნობილ წიგნის სახლ „სტრენდში“ (Strand Bookstore) გაიმართა. წიგნი ამერიკულმა გამომცემლობა Rare Bird Books-მა უპრეცედენტოდ დიდი ტირაჟით გამოსცა და მისი წარსადგენი ღონისძიებების გამართვა მთელი აშშ-ის მასშტაბით იგეგმება. ინტერვიუ პოეტ დავით მაღრაძესთან ამერიკული შთაბეჭდილებების გაზიარებით დავიწყეთ:



 

- დიდი პატივია, როდესაც გეძლევა საშუალება, ბროდვეის 822-ში, Strand Bookstore-ში წარადგინო შენი წიგნი. ეს არის ნიუ-იორკში პირველი წიგნის მაღაზია-სახლი, რომელსაც ხშირად წიგნის სახლების მეფედ იხსენიებენ. მას აქვს დიდი მემორიალური მნიშვნელობა, რადგან ახსოვს ბუმბერაზი მწერლების პრეზენტაციები. შეუძლებელია, ამ დროს ადამიანს არ დაეუფლოს დიდი სიამაყის განცდა. მადლობა განგებას, რომ მომცა ამის საშუალება, და ყველას, ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა. მინდა, მადლობა ვუთხრა გამომცემლობა Rare Bird Books-ს, მის პრეზიდენტ ტაისონ კორნელს და გამომცემელ გაი ინტოჩის. წიგნის წარდგენას უძღვებოდა "ფორბსის" ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი თომას თეიჩოლსი. დიდი შრომის შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება ამერიკულ გამომცემლობასთან, რომლის საფუძველზეც შედგა ეს პროექტი. ამისთვის მადლობა ჩემს მეგობრებს - გიორგი რამიშვილსა და გიორგი რცხილაძეს.

 

- სამშობლოში დაბრუნებულს რთული ვითარება დაგხვდათ, წინასაარჩევნოდ ბევრმა მნიშვნელოვანმა პრობლემამ იჩინა თავი. აღარ დამთავრდა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და ერთმანეთის კომპრომეტირების ცდა, რაშიც ყოფილ ხელისუფლებას არც ამჟამინდელი ჩამოუვარდება...

 

- როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა იყო კოჰაბიტაცია. ვფიქრობ, ეს მოთხოვნა იყო საფუძვლიანი, ვინაიდან დღევანდელი სურათიც კი ქმნის იმის საშუალებას, დავასკვნათ, განვითარების რა საფეხურზე ვართ... როდესაც ასეთ საფეხურზეა ქვეყანა, განვითარებულ ქვეყნებს უჩნდებათ შიში, რომ აქ პროცესები შეიძლება ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს, ამიტომ მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საფუძვლიანი იყო მათგან კოჰაბიტაციის მოთხოვნა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები და ამოცანები...

 

- ესე იგი, ამ მოთხოვნის გათვალისწინება სასარგებლო იქნებოდა ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, ოღონდ არა ისე, როგორც მოხდა. ერთია, როდესაც მართლაც სწორი და საფუძვლიანი მოთხოვნის გათვალისწინებით აღადგენ სამართლიანობას და მეორეა, როდესაც ამ მოთხოვნას გამოიყენებ, სამართლიანობის აღდგენაზე მაინცდამაინც არ იზრუნებ და რასაც არ გთხოვენ, იმასაც კი გააკეთებ.

 

- ამ ხელისუფლებამ კოჰაბიტაციას გემო მეტისმეტად ჩაატანა და უფრო მასშტაბურად განახორციელა, ვიდრე მისგან მოითხოვდნენ, შედეგად კი მივიღეთ დამნაშავისა და მსხვერპლის აღრევა. ვინც საჭიროდ მიიჩნიეს, დამნაშავე რეჟიმის მონაწილედ კი არა, მსხვერპლად გამოაცხადეს და სათავისოდ გამოიყენეს; ვინც სააკაშვილის სასამართლოსა და პროკურატურაში ქუხდა, ახლაც ქუხს უმაღლესი პოსტებიდან. ამას დაარქვეს პროფესიონალიზმი. გვეუბნებოდნენ, თუ პროფესიონალია, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არისო? ადამიანზე ძალადობა და სიყალბე პროფესია ვერ იქნება - ეს მინდა კარგად დაიხსომოს ამ ხელისუფლებამ.

 

„ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლისას, რა თქმა უნდა, უნდოდა სააკაშვილის დამარცხება, ოღონდ ისე უნდა დამარცხებულიყო სააკაშვილის რეჟიმი, რომ არავის გაემარჯვა, უფრო ზუსტად, იმ ასიათასობით ადამიანს, ვინც დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად იბრძოდა, არ უნდა ეგრძნო გამარჯვება.

 

ახალი ხელისუფლება რეჟიმის დამარცხებაში საზოგადოების ღვაწლის დაკნინებას თავიდანვე შეუდგა, რათა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების ვალდებულებისგან გათავისუფლებულიყო. ცდილობდნენ, ისე წარმოეჩინათ, რომ თუ მოუწევდათ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება, ეს მათი დიდსულოვნების მაჩვენებელი ყოფილიყო და არა - ვალდებულება. როგორც ჩანს, საზოგადოებასთან ურთიერთობას ბიზნესის ენაზე შეხედეს, სადაც როცა ახალ საქმეს იწყებენ, ადამიანები ცდილობენ, მათი ღვაწლი უფრო იყოს წარმოჩენილი, ვიდრე სხვისი... მაგრამ ერთი რამ გამორჩათ - სწორედ ამ ხალხმა განაპირობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა; რომ არა ეს ხალხი, ძნელად თუ ვინმე შემობედავდა პოლიტიკაში შემოსვლას.

 

ამ ხალხს კი აგრძნობინეს, თქვენი დამსახურება არაფერიაო, მაგრამ არჩევნები მოდის და გაახსენდათ, რომ ვერც ერთი პოლიტიკოსი არჩევნებს ვერ იგებს ხალხის გარეშე...

 

ხელისუფლების განცდა - თქვენ გარეშეც მაგრები ვართო, ჩაფლავდა. „ქართულ ოცნებას“ ხალხის იგნორირების პროექტი ჩაუვარდა.

 

ამ ხალხის ღვაწლის დაკნინების მცდელობამ გამოიწვია ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი გულგრილი გახდა, მაგრამ ეს ის ხალხია, რომელიც არასდროს კარგავს გონიერებას და ემოციას არ აძლევს ასპარეზს, იბატონოს გონიერებასა და შეგნებაზე. არც გულგრილობას აქცევს თავისი ცხოვრების წესად... მგონია, ეს ხალხი ახლაც იპოვის ძალას და სწორ არჩევანს გააკეთებს...

 

აქ ერთი რამ არის აღსანიშნავი - საზოგადოებამ არც ერთი ხელისუფლება არ უნდა დატოვოს მისი კეთილი ნების ანაბარა; ამას ცდილობდა ეს ხელისუფლება...

 

ხელისუფლების მიერ საზოგადოების პატივისცემა ვლინდება ერთადერთი ასპექტით - როდესაც საზოგადოების აზრს ითვალისწინებს. იმიტომ ცდილობდნენ მოსახლეობის ღვაწლის დაკნინებას, რომ შემდგომ მათი აზრისთვის ანგარიში არ გაეწიათ. უკვე ვთქვი და გავიმეორებ, ხელისუფლების დიდსულოვნება კი არა, ვალდებულებაა, გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი. რა არის საზოგადოების ბრძოლის იარაღი? - ხმამაღლა ფიქრი. კულუარული ჩურჩული უნდა გამოირიცხოს და ურთიერთობა იყოს საჯარო.

 

როდესაც ძალიან ფაქიზ და მნიშვნელოვან თემებს შეეხებოდა საქმე, სახელისუფლებო ტენდენციების საწინააღმდეგოდ არაერთხელ წავსულვარ. თვალსაჩინოებისთვის გავიხსენებ საყდრისის ამბავს. გახსოვთ, ალბათ, სუს-თან დაკავშირებული პოზი­ციაც - როცა აღმოვაჩინე, რომ სუს-ი­ მისმენდა და სამთავრობო კაბინეტებში დარბოდნენ ჩემი საუბრების ჩანაწერებით, ხმამაღლა ვთქვი, ნუ გაისუსებით-მეთქი! სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ არ მისმენენ.

 

არ ვიცი, ან ახლა საიდან ჩნდება ეს ჩანაწერები, ვინ იწერს, ვინ ავრცელებს?! არ გამოვრიცხავ, რომ ესეც სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ჟონავდეს, ანუ სახელმწიფო სამსახურში მყოფი ხალხი თვითონვე აძლევდეს ამ ჩანაწერებს გასავრცელებლად დაინტერესებულ ტელეკომპანიებს თუ პოლიტიკურ ძალებს...

 

ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა, საზოგადოება კი ამის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს ხმამაღლა ფიქრით, მაგრამ ისე, რომ ამას სამშობლო არ გადააყოლოს.

 

- რას ფიქრობთ ხორავას ქუჩის საქმის გარშემო შექმნილ ვითარებაზე? ვრცელდება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობით ფარული ჩანაწერები, რომლებიც საპატიმრო დაწესებულებაშია ჩაწერილი და სკანდალური განცხადებებიც გვესმის...

 

- ფარულ ჩანაწერებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ ვიცი, ავთენტურია, არ არის ავთენტური... ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ჩემი პოზიცია ასე გამოვხატე: საქართველო მოსმენების გარეშე! და საქართველო დასმენების გარეშე-მეთქი! სამწუხაროდ, ეს პოზიცია ისევ ძალაშია...

 

- ჩვენს ბოლო ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ბრძანეთ, რომ გითხრათ, რომელიმე კანდიდატმა ჩემში ისეთი ენთუზიაზმი აღძრა, მისი მხარდაჭერა გადავწყვიტე-მეთქი, მოგატყუებთო, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ მხარდაჭერა აშკარად გამოუცხადეთ სალომე ზურაბიშვილს.

 

- ამ გადამეტებულმა კოჰაბიტაციამ სადემარკაციო ხაზი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად გააფერმკრთალა. ამას თვითონაც მიხვდნენ და „ქართული ოცნების“ ლიდერები იძულებული გახდნენ, ზურაბიშვილის წარდგენისას ერთად დამდგარიყვნენ და ყოფილ ხელისუფლებას გამიჯვნოდნენ. გარდა ამისა, აშკარად გაჩნდა აგრესიული რევანშის საფრთხე. ამან განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. აღარ ვაპირებდი ამ წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო განცხადების გაკეთებას, მაგრამ გადავწყვიტე, ხმამაღლა გამომეხატა ჩემი პოზიცია. სალომე ზურაბიშვილს ეტყობა, რომ კულტურულ წიაღშია აღზრდილი. ამაზრზენი იყო სააკაშვილის განცხადება, რომ თურმე ზურაბიშვილი ქართველი არ არის. ეთნიკურადაც რომ არ იყოს ადამიანი ქართველი, მაგრამ ქართველობა უნდოდეს, ასეთი რამ მაშინაც არ უნდა თქვა....

 

მერე საკითხავია, ამას ვინ ვის ეუბნება? სააკაშვილი, რომელმაც, როცა დადგა არჩევანის წინაშე, დათმო საქართველოს მოქალაქეობა და პირველივე მოსახვევში მოისროლა საქართველოს პასპორტი.

 

და ვის ეუბნება ამას? სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც, როცა დაუდგა არჩევანი, დათმო საფრანგეთის მოქალაქეობა საქართველოს სასარგებლოდ.

 

ვინ არის ქართველი და ვინ - არა?!

 

დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა არ დაუჭერს მხარს აგრესიულ რევანშს, რომელიც ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებისგან მომდინარეობს. სალომე ზურაბიშვილს იმდენად ვიცნობ, შემქმნოდა შთაბეჭდილება, რომ ის არავის თოჯინების თეატრის პერსონაჟი არ გახდება.

 

ჩვენი ხელისუფლების ერთი თვალსაჩინო დამსახურება არის ის, რომ სააკაშვილის შეშინებული ადამიანები, რომელთაც იმ ამაზრზენი რეჟიმის წინააღმდეგ სიტყვა არ დაუძრავთ, ახლა დიდი გაკაპასებით ებრძვიან ხელისუფლებას, ისე, რომ არავისი ეშინიათ. მე ამას დავარქვი ნებადართული სიმამაცე, მაგრამ მინდა შევასწორო და ნებადართულ სიკაპასედ მოვიხსენიო.

 

- იმედი გაქვთ, რომ თუ ხელისუფლება მოახერხებს ამ საარჩევნო პროცესის გამარჯვებით დასრულებას, საკუთარ მიდგომებს მნიშვნელოვნად შეცვლის?

 

- უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, გათავისუფლდეს იმ დამნაშავეებისგან, რომლებითაც დახუნძლულია სახელისუფლებო შტოები. საზოგადოების, ხალხის ხმის იმედი მაქვს და არა ხელისუფლების კეთილი ნების.

 

ერთ საკითხზე მინდა ყურადღება გავამახვილო... რაც საქართველო გათავისუფლდა, მესმის, რომ ქვეყანაში განათლების რეფორმა ტარდება. ამდენი წელი გავიდა და ყველა ახალი მინისტრი ახალ რეფორმას იწყებს. ამდენწლიანი ვითომ რეფორმით დღეს მოვედით იმ ეტაპზე, რომ სკოლაში ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი" აღარ ისწავლება - მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს ასწავლიან. გოგებაშვილის "დედაენაც"  ვერ გაცოცხლდა ვერანაირად. აი, განათლების რეფორმის დიდებული შედეგები! ჰოდა, საზოგადოება აქეთაც, ასეთი საკითხებისკენაც უნდა იყოს მიმართული.

 

რაღაც აქოთდა ისევ დანიის სამეფოში, თუმცა გამოსავალი ისევ შეგნებული არჩევანია. მე - ერთი მოქალაქე ამ ქვეყნისა, ვეცდები, ხელისუფლების კეთილი ნების იმედად არ დარჩეს საქართველო. 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა დაზღვეული ვიყოთ, რომ ეს სიბინძურე აღარ განმეორდება და არ განვითარდება. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რადიკალური ზომები მიიღოს.

 

- ქუჩაში საპროტესტოდ გასული დათო მაღრაძე არაერთხელ გვინახავს. შეიძლება კიდევ გიხილოთ?


- ქუჩაშიც ვმდგარვარ, სტრენდის კათედრასთანაც, სახლშიც ვმჯდარვარ... სადაც დასჭირდება ჩემს ქვეყანას, იქ ვიქნები! ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ერთჯერადი აქტი არ არის...

 

აქვე ვიტყვი: არა მგონია, სოლომონ დოდაშვილს, დიმიტრი ყიფიანს, ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას და სხვა ჩვენს დიდ წინაპრებს მოსწონებოდათ კანაფის მომყვან ქვეყნად ქცეული სამშობლო... ილია ჭავჭავაძემ თავის ფარზე დაიტანა ტრიადა - ენა, მამული, სარწმუნოება. ამის საპირწონე ვერასდროს გახდება - ფული, კანაფი, ინოვაცია!



წყარო: "კვირის პალიტრა"

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი