"სინამდვილეში, შესაძლოა, სულაც არ ვარ ძლიერი ქალი", - მარიკა არევაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

15 Nov 2018 16:58

მარიკა არევაძე არის ადვოკატი, ტრენერი და გახლავთ იმერეთის მხარიდან:

 

 

მაღიზიანებს - უსამართლობა ; ცრუ დაპირებები ; სუსტის ჩაგვრა, ცინიზმი;

ვგრძნობ - ყველაფერს;

მეშინია - ტკივილის; გრძობების; შეცდომის, რომელსაც საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ;

ვიცი - შეუძლებელი არაფერია და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი;

არ ვიცი - ბევრი რამ;

შემიძლია - სიყვარული;

არ შემიძლია - არ შევასრულო დაპირება, რომელიც გავეცი;

ვმეგობრობ - სიკეთესთან;

ვაპატიებ - ალბათ, ყველაფერს ტყუილის გარდა;

ვტირი - ხშირად. წიგნის კითხვის, ან ფილმის ყურებისას ემოციურ მომენტებში. თუმცა, ცრემლები ჩემი სისუსტე მგონია;

ვიცინი - მეუღლის ხუმრობებზე;

ვეძებ - გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან; სიკეთის მარცვალს ნებისმიერ ადამიანში; საკუთარ თავს;

ღირსი ვარ - ალბათ იმის, რაც მაქვს;

ვჩხუბობ - ყველაფერზე, განსაკუთრებით თუ მშიერი ვარ :)

ვკარგავ - ყველას, ვინც დასაკარგია;

მშურს - არ მაქვს შურზე ფიქრის დრო :) 

ვემალები - მემგონი არაფერს;

ვემტერები - უსამართლობას;

მაინტერესებს - რას ფიქრობენ ჩემზე;

არ მაინტერესებს - რაც ჩემი საქმე არაა;

მახსოვს - ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი მახსოვს;

მრცხვენია - ხანდახან მრცხვენია;

უარვყოფ- ძალადობას, მტრობას, სიძულვილს;

ვავადმყოფობ - იშვიათად;

ვმალავ - იმას, რომ სინამდვილეში შესაძლოა, სულაც არ ვარ ძლიერი ქალი :) სხვას არაფერს ვმალავ;

ვინახავ - საიდუმლოს და ჩემთვის, როგორც ადვოკატისათვის მოწოდებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას;

მწამს ყველა ადამიანში არის რაღაც, რის გამოც უნდა გიყვარდეს და მწამს რომ ღმერთი სიყვარულია;

მიკვირს - გულგრილობა, უსამართლობასთან შემგუებლობა. ბევრი რამე მიკვირს;

მიხარია - ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ჩემი საქმე;

ვჭორაობ - იშვიათად;

ვდარდობ - რომ ყველა უსამართლობას ვერ შევეჭიდები. როდესაც უნებლიედ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვაწყენინებ, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად ვდარდობ, რომ ვერ ვახერხებ შვილთან ბევრი დროის გატარებას;

ვამაყობ - ჩემი ოჯახით, საქართველოს ისტორიით, ქართული ანბანით, ბევრი რამით;

ვაკეთებ - იმას, რაც მახალისებს და ბედნიერებას მანიჭებს;

ვეფერები - ბავშვებს;

მსიამოვნებს - დადებითი შეფასებების მოსმენა;

მესიზმრება - დიდი ხანია არაფერი მესიზმრება;

ვეხმარები - ყველას, ვისი დახმარებაც შემიძლია;

ვეწევი - თამბაქოს, მაგრამ ალბათ დროა თავი დავანებო :)

მწყინს - მხოლოდ ძვირფასი ადამიანებისგან;

ვხარჯავ - დროს, რომელიც ვერ დაბრუნდება;

ვღალატობ - ვარჯიშს;

ვკამათობ - ხშრად;

ვუხეშობ - იშვიათად;

ვუსმენ - ძირითადად ელექტრონულ მუსიკას (ტექნოს);

ვყოყმანობ - თითქმის არასდროს. ყოყმანი აფერხებს გადაწყვეტილების დროულად მიღებას, ამიტომ თუ ვგრძნობ რომ ყოყმანს ვიწყებ პირველივე აზრზე ვაჩერებ არჩევანს;

ვკითხულობ - (ამჟამად) ისტორიული პერსონაჟების ბიოგრაფიებს;

ვამზადებ - თუ ჩემს შვილს დავუჯერებთ ცუდად ვამზადებ;

ვუყურებ - მონიტორს;

ვკლავ - უარყოფით ემოციებს ჩემში;

ვაფუჭებ - ხანდახან ხასიათს;

ვცხოვრობ - ისე, როგორც მინდა;

ვცემ - არ ვცემ;

ვყვირი - თითქმის არასდროს;

ვმღერი - დამიჯერეთ, უმჯობესია არ ვიმღერო :)

ვასრულებ - ყველა დაწყებულ საქმეს;

დავდივარ - ბევრს. სიარულის დროს ფიქრი სასიამოვნოა;

ვმკურნალობ - უფლებადარღვეულ ადამიანებს;

ვერიდები - კონფლიქტებს;

ვთამაშობ - ჩემს შვილთან ერთად, ყველაფერს რასაც მათამაშებს;

ვიტყუები - არ ვიტყუები;

ვეთაყვანები - თავისუფლებას და სიყვარულს;

ვგიჟდები – ჩემს ოჯახზე;

მიყვარს - სიყვარული;

ვოცნებობ - იშვიათად;

ვფიქრობ- ხშირად;

მძულს - სიძულვილი, ორპირობა, ძალადობა და პუტინის რუსეთი;

ვნანობ - რომ ვერ მოვასწარი მამასთვის მეთქვა, როგორ მიყვარს;

კმაყოფილი ვარ - თითქმის არასდროს ვარ კმაყოფილი;

მენატრება - დასვენება;

მსურს- ყველა იყოს ბედნიერი;

ვაგროვებ - მოგონებებს, თბილ ემოციებს და მოგებულ საქმეებს;

ვიხდი - დაძინებისას;

ვეჭვიანობ - არ ვარ ეჭვიანი;

ვკაიფობ“ - ცხოვრებით;

ვიზიდავ - რთულ საქმეებს და კიდევ, ჩემს მეუღლეს;

ვალამაზებ - ალბათ ჩემი ოჯახის ცხოვრებას.

 

 

ამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი