"დიდი წვლილი მაქვს შეტანილი ძველი „ჩათლახების" ჩამოგდებაში და ახალი „ჩათლახების" მოყვანაში"- იური მეჩითოვი ყოფილ და არსებულ ხელისუფლებაზე

13 Nov 2018 04:52

„არჩევნების წინ დამიბარეს „შუშის სასახლეში". ბიძინა ივანიშვილმა თბილად მიმიღო დამითხრა - იქნებ, სომხურენოვან რეგიონში მაჟორიტარი გახდეო. სად ვიცოდი ამდენი სომხური - ავუხსენი ეს ფაქტორი. ამის მერე, ერთ დღესაც მირეკავს სოზარ სუბარი, შევავსე ანკეტა, როგორც დეპუტატობის მსურველმა. ჩაიარა არჩევნებმა, დედაჩემი გახარებულია, რომ ვარ პარლამენტარი.  პირველი სხდომამდე სამი დღით ადრე მივდივარ „ქართული ოცნების"  ოფისში და იქ მეუბნებიან - იურა, შენ არ ხარ პარლამენტში, როცა ანკეტას ავსებდი, მძიმე არ გქონდა სწორად დასმული  და ამ მძიმის  შედეგად, არ შეიძლება  იყო პარლამენტარიო.  ასე გამაცურეს..."- იხსენებს ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი.


მანამ, ერთი კვირით ადრე გურამ ოდიშარიამ დამირეკა - იურა, პარლამენტარის მანდატს ხომ არ გაცვლილი ჩემი თანაშემწის მანდატშიო - ჩვეულებრივი ბრძოლა მიდიოდა სკამებისთვის. კულტურას პარლამენტიდანაც კარგად მივხედავდი დ ამიტომაც ვუთხარი  - არა.

 

პარლამენტის პირველ სხდომამდე, ერთი საათით ადრე სუბარი მირეკავს ისევ - ხომ არ დავუბრუნდეთ ძველ ვარიანტსო - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა ჩემი მარტო დატოვება, იმიტომ, რომ დიდი წვლილი მქონდა შეტანილი ძველი „ჩათლახების" ჩამოგდებაში და ახალი „ჩათლახების" მოყვანაში (გთხოვთ, სტილი შეინარშუნოთ).

 

12 ნოემბერს წარმადგინეს კულტურის მინისტრის მოადგილედ. იმ დღესვე დაიწყო ჩემზე შეტევები. წამოსწიეს ოკუპაციის მუზეუმის თემა, სომხობაზე ჰქონდათ გადატანილი ყურადღება - ამ სომეხს რა უფლება აქვს, მინისტრის მოადგილე იყოსო და მისთანანი. მახსოვს, ძალიან აქტიურობდა რუსი „ჟურნალისტი", ნაძირლების გენერალი - პანფილოვი და ირაკლი ღლონტი - ახალგაზრდა თაობის ნაძირალა - ასპარეზი რომ მიეცეს, მიშა სააკაშვილს აჯობებს ნაძირლობაში. 


პირველი თვენახევრის განმავლობაში მქონდა კაბინეტი, მანქანა მემსახურებოდა... ხელფასი არ მქონდა, რატომღაც... თვენახევრის შემდეგ გამომიძახა გურამ ოდიშარიამ და მეუბნება - არ დაგამტკიცეს მინისტრის მოადგილედო. მას მერე ორი წელი გავიდა და დღემდე არ მეუბნება, ვინ არ დამამტკიცა.

 

მთელ ამ ისტორიაში, უწყებაში დოკუმენტურად არსად არის ნაჩვენები, რომ მე ვიყავი კულტურის მინისტრის მოადგილე. მერე შემოთავაზეს მრჩევლის პოსტი, დაბალ ხელფასზე, არ მომცეს არც სამუშაო მაგიდა და კომპიუტერი. ერთხელ გავაპროტესტე კიდეც - არ უნდა მქონდეს სამუშაო მაგიდა? უსაფუძვლოდ არ ამიღია ხელფასი ცხოვრებაში-თქო, ეს 600 ლარი, ბევრია თუ ცოტა, რაში უნდა ეხადათ? სულ ვმუშაობ. ოდიშარიამ მიპასუხა - ნეტა მე ვიყო, იურა, შენს დღეში, არაფერი ვაკეთო და ფული მივიღოო... ასეთ ვითარებაში მამყოფეს ერთი წლის განმავლობაში. ეს ფული მოდიოდა ანგარიშზე - ალბათ, ეს ჩემი მორალური კომპენსაცია იყო. შემდეგ წამომიყენეს მოთხოვნა - ან ყოველდღე იარე, ან უნდა გაგათავისუფლოთო. არ დავთანხდი თავისთავად - არაფერს არ ვაკეთებდი და ტყუილად რატომ უნდა მეარა?! პატარა კაცია გურამ ოდიშარია, ყველას მას „აწვებოდა" - ვერ გაუძლო ზეწოლებს. ძალიან ბევრ ადამიანს უნდოდა ჩემი ადგილი.

 

ეს ყველაფერი რომ დასრულდა, ბიძინა ივანიშვილს შევხვდი სომხურ ეკლესიასთან ერთ-ერთ კულტურულ ცენტრში, კონიაკი დავლიეთ ერთად. მაშინ ერთი უცნაური ფრაზა მითხრა ბიძინა ივანიშვილმა - იურა, შენთან მიმართებაში დავჩმორდითო... ჩემი პასუხი იყო - რამ დაგაჩმორათ?.. მოკლედ: პირველი ადამიანი ვიყავი, რომელიც არსებული ხელისუფლების პირობებში  შეწირა „დანოსებს", ამ დასმენებს და ა.შ."- იხსენებს იური მეჩითოვი.


წყარო: "ქართული აზრი"

loading...
ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი