'ნაციონალური მოძრაობა“ არის ასაკრძალი პარტია – ის 2012 წელს უნდა აკრძალულიყო"- ქეთი დოლიძე

10 Nov 2018 03:42

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ასაკრძალი პარტია – ის 2012 წელს უნდა აკრძალულიყო, – ამის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე აცხადებს.


როგორ დოლიძემ “პალიტრანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, არ შეიძლება გიგა ბოკერიასპარლამენტში ყოფნის უფლება ჰქონდეს, რადგან ეს უპატიებელი ფაქტია.


“რომ მცოდნოდა, რომ ხელისუფლება ასეთ კოჰაბიტაციაში შევიდოდა, რაც ზოგიერთი პარტიის მოთხოვნა იყო და “ქართული ოცნება“ აიძულეს ეს გაეკეთებინა, რომ მცოდნოდა, რომ 40 მტარვალი პარლამენტში დარჩებოდა, ძალიან ბევრ კითხვას დავსვამდი და არ ვიცი, 670 სოფელს მოვივლიდი თუ არა. არავის არაფერი არ დაავიწყდება და არავის არაფერი არ უნდა ეპატიოს. “ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარი კოჰაბიტაცია არ შეიძლებოდა. ეს იყო უდიდესი შეცდომა. ჩემთვის არჩევანი არის ერთი – ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცე და არ უნდა დაუშვა, რომ ამათგან ვინმე მობრუნდეს. კატეგორიულად უნდა დაისვას საკითხი, რომ გასამართლდეს “ნაციონალური მოძრაობა“ – ვინც დასასჯელია, დაისაჯოს და პასუხი აგოს იმ მხეცობაზე, რასაც 9 წლის მანძილზე სჩადიოდნენ“, – განაცხადა ქეთი დოლიძემ.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი