"შემდეგი შენი სიძე და ბიძაშვილიაო" - გია უდესიანის დის ოჯახს ემუქრებიან

09 Nov 2018 02:46

გია უდესიანის და, ინგა გუგავა, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ მათ ოჯახს ემუქრებიან.


"ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს პასუხს აგებს დღევანდელი ხელისუფლება, მკვლელი ოცნების ხელისუფლების კისერზე იქნება ესეც. 


მუქარებით ოჯახის წევრებზე ვერ შეგვაშინებთ! გაფრთხილებთ!!!  


"შემდეგი შენი სიძე და ბიძაშვილია" - ესაა დღევანდელი მუქარა.


ზაზა გუგავა, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ტყვიას არ შეშინებია ფარჩაკებო და როგორ ფიქრობთ შეძლებთ შეშინებას?!"- წერს ინგა გუგავა. 

კომენტარები:

ფართი შოპი