"როდესაც "ნაციონალები" გვარბევდნენ, კახა კალაძე მარბიელების მხარეს იყო"- ლევან ბერძენიშვილი

09 Nov 2018 01:43

“დღეს არის მცდელობა, რამენაირად ისტორიული თარიღი გამოიყენოს რომელიმე მხარემ საარჩევნო საჭიროებისთვის. ეს არ არის სწორი მიდგომა. დღეს, მაგალითად, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ არ გვაპატიებს 7 ნოემბერს. ეს მაშინ, როდესაც 7 ნოემბერს დარბეული მხარე ვართ და კახა კალაძე მარბიელების მხარეს იყო.


ბიძინა ივანიშვილის როლზე არავინ საუბრობს და ამ მოვლენის გამოყენება პოლიტიკური მიზნით უნდათ, მაგრამ ვერ გამოიყენებენ. როდესაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა ვანო მერაბიშვილს და კალაძე გვერდით ედგათ, როდესაც დღევანდელი პარლამენტის ნახევარი გვერდით ედგათ, როდესაც ის ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, დაწინაურებული არიან და დღესაც თანამდებობებზე არიან, როგორ შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" ეს სათავისოდ გამოიყენოს?”

კომენტარები:

ფართი შოპი