"ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გრიგოლ ვაშაძის განცხადებებია"- გრიგოლ ვაშაძე

08 Nov 2018 13:17

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძისგანცხადებებს ასახელებს.


როგორც ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს და ფინანსურ ბაზარზე აჟიოტაჟს ქმნის ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ ქვეყანაში ომი და დაპირისპირება უნდა იყოს, რაც რასაკვირველია, ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას.


ვოლსკის განცხადებით, ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ იმ მზაკვრული მიზნის ნაწილია, რომ დარტყმა მიაყენონ ეროვნული ვალუტის კურსს, რაზეც ფინანსური ექსპერტები ინტენსიურად საუბრობენ.


„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც ისაუბრა და ყველა ექსპერტი ამბობს, რომ აჟიოტაჟი და დაძაბულობა, მითუმეტეს რომელიმე კანდიდატი წინა პერიოდში თუ იძახის, რომ აპირებს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, ეს ფინანსურ ბაზარზე გარკვეულ აჟიოტაჟს ქმნის. ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ ნახოთ როდის ხდება კურსის დევალვაცია. გარდა ამისა, ლარის კურსის ვარდნას საახალწლო მზადებაც უწყობს ხელს. ვითარებაც დასტაბილურდება, საახალწლო პერიოდიც გაივლის და ვალუტაც შესაბამის რეაგირებას გააკეთებს.


რასაკვირველია, მათი განცხადებები გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ეს ცნობილი ფაქტია, ამას არანაირი საპირისპირო აზრი არ შეიძლება ჰქონდეს. სამუშაოა ინვესტიციებზეც და წარმოების განვითარებაზეც, თუმცა ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ აქ ომი უნდა იყოს და ომით გვემუქრება. ეს ყველაფერი რასაკვირველია, ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები:

ფართი შოპი