კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი

08 Nov 2018 13:09

ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი,- ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ჰელსინკში მიხეილ სააკაშვილისადა გიგი უგულავას შეხვედრის საკითხს.


როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი გუნდია და საზოგადოებამ ორივე პარტია ერთიან კონტექსტში უნდა ახსენოს.


„თანამოაზრეები არა, ეს ერთი გუნდია. ისინი ერთიან კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ. მათ გარკვეული მცდელობა ჰქონდათ, რომ თითქოს, კონსტრუქციულები იყვნენ და დემოკრატიულობას თამაშობდნენ, თუმცა რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, ეს არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი“, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები:

ფართი შოპი