"ერთი ოჯახი ხართ და ერთი პოლიტიკური ფესვებიდან მოდიხართ - ადგილის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება"- ეკა ბესელია „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“

08 Nov 2018 12:59

ერთი ოჯახი რომ ხართ და ერთი პოლიტიკური ფესვებიდან მოდიხართ, ამას ვამბობდით სწორედ და არც გვქონია სხვა ილუზია, - ასე მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელიაყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი ოჯახია.


„ეს თქვენ ამტკიცებდით შიგადაშიგ რომ სხვანი იყავით და რამდენიმე ცდილობდა უმძიმეს პოლიტიკურ წარსულს გამიჯვნოდა... ერთმანეთთან დაბრუნება არ გაგვკვირვებია ამიტომაც.... ადგილის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება... სულ ტყუილად ცდილობენ ამ ჯამის სათავისოდ დათვლას და მორგებას! სიმბოლურია, რომ ეს განცხადება 7 ნოემბერს გაკეთდა. ამ ძალადობრივი, ყველაზე სასტიკი დღის მე-11 წელს! სიმბოლურია მართლაც!“, - აცხადებს ბესელია.


ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


მისივე თქმით, ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“

კომენტარები:

ფართი შოპი