"ყველა სახელმწიფო უწყება რომ გავაუქმოთ და ყველანი სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას საბიუჯეტო თანხები მაინც არ ეყოფა"- ფინანსთა მინისტრის მოადგილე

08 Nov 2018 12:51

"ყველა სახელმწიფო უწყება რომ გავაუქმოთ და ყველანი სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას საბიუჯეტო თანხები მაინც არ ეყოფა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.


კაკაურიძის შეფასებით, ტყუილი და აბსურდია „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირება პენსიის ოდენობის 400 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით.


„პენსიის 400 ლარამდე გაზრდის რესურსი ბიუჯეტში არ არსებობს. ეს არის არარეალური და აბსურდული დაპირება. დარწმუნებული ვარ, რომ ვკითხოთ, თავადაც არ იტყვიან, რომ ამის გაკეთებას 2019 ან 2020 წლისათვის აპირებენ“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

კომენტარები:

ფართი შოპი