ლაშა ბუღაძე: დაღლილი ვარ დაკომპლექსებული პოლიტიკოსი კაცების ცქერით, მათი ამბიციებით და პატივმოყვარეობის ფეიერვერკებით!

03 Jul 2017 20:27

"პრველად ვაძლევ თავს უფლებას, ასე ღიად გამოვხატო პატივისცემა მოქმედი პოლიტიკოსის მიმართ,"- განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ "TV პირველთან" საუბრისას, რომელმაც თბილისის მერობის  კანდიდატს, ელენე ხოშტარიას საჯაროდ დაუჭირა მხარი.


"მე ძალიან მინდა, რომ ქალები მართავდნენ ყოველგვარი კონიუქტურული კეკლუცობის გარეშე. უფრო ვენდობი ქალებს, მით უმეტეს, დისკრედიტირებული პოლიტიკოსი კაცების პირობებში. დაკომპლექსებული კაცი პოლიტიკოსების ისტორია ეს არის თანამდევი საქართველოს  ბოლოდროინდელი ისტორიისა და მე, ცოტა არ  იყოს დაღლილი ვარ ამ კაცების ცქერითა და მათი ამბიციებით და პატივმოყვარეობის ფეიერვერკებით .

 

ელენე მომწონს არამარტო იმიტომ რომ მინდა ქალები მართავდნენ და ქალაქს მართავდეს ქალი, არამედ იმიტომ, რომ დიდ პიტივს ვცემ ელენე ხოშტარიას, პიროვნულად ვენდობი, ვენდობი მის სიმტკიცეს მის წესიერებას, მის მორალს, გამცდილიც მყავს ბევრ ასეთი საკითხში. ძალიან პასუხისგებლობით ეკიდება საკითხებს, არ მოგვატყუებს არ იქნება ცრუპენტელა. ზედმეტი გადაჭარბების გარეშე გეტყვით  - ელენე ხოშტარია არის მომავლის პოლიტიკოსი და ის არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, როგორებითაც ჩვენ დაღლილები ვართ",-განმარტა ლაშა ბუღაძემ.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები: