"ვაფუჭებ - ნერვებს" - ლევან ხაბეიშვილი, ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

03 Jul 2017 20:03


ლევან ხაბეიშვილი არის მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ დამფუძნებელი და გახლავთ გურიის მხარიდან



მაღიზიანებს - ქედმაღლობა;

ვგრძნობ - ღმერთს;

მეშინია - მარტოობის;

ვიცი - სიყვარული;

არ ვიცი - შური;

შემიძლია - მეგობრობა;

არ შემიძლია - ღალატი;

ვმეგობრობ - ბრძოლასთან;

ვაპატიებ - თუ ადამიანი მნიშვნელოვანია ყველაფერს;

ვტირი - არასდროს;

ვიცინი - სახალისო ისტორიებზე;

ვეძებ - თანამოაზრეებს;

ღირსი ვარ - ერთგულების;

ვჩხუბობ - ყველაფერზე, ან არაფერზე;

ვკარგავ - იოლად;

მშურს - არ ვიცი რა არის... )))

ვემალები - არაფერს;

ვემტერები - უსამართლობას;

მაინტერესებს - პოლიტიკა;

არ მაინტერესებს - ზღაპრები;

მახსოვს - ბებიაჩემის დარიგებები;

მრცხვენია - ყველასი ვისაც სცივა, წყურია, შია;

უარვყოფ - სიძულვილს;

ვავადმყოფობ - თითქმის არასდროს;

ვმალავ - ბევრ რამეს )))

ვინახავ - საიდუმლოს;

მწამს - ღმერთი;

მიკვირს - ბოროტება;

მიხარია - რაც დაკავშირებულია პატივისცემასთან და სიყვარულთან;

ვჭორაობ - მხოლოდ პოლიტიკაზე;

ვდარდობ - შვილებთან გატარებულ მცირე დროს. ( სულ მინდა მათთან... )

ვამაყობ - ჩემი წარსულით და აწყმყოთი;

ვაკეთებ - იმას რაც სწორად მიმაჩნია;

ვეფერები - არ მახასიათებს;

მსიამოვნებს - ყურადღება და შექება;

მესიზმრება - არასდროს არაფერი;

ვეხმარები - ვისაც შემიძლია და როგორც შემიძლია. მიყვარს როცა ვინმეს ვეხმარები;

ვეწევი - სიგარას;

მწყინს - იოლად;

ვხარჯავ - ფულს და ენერგიას ;

ვღალატობ - არასდროს ;

ვკამათობ - ხშირად;

ვუხეშობ - არც უმაგისობაა;

ვუსმენ - შეძლებისდაგვარად;

ვყოყმანობ - არასდროს;

ვკითხულობ - ბეჭდურ მედიას;

ვამზადებ - სალათს;

ვუყურებ - საინფორმაციოს, ფეხბურთს და კალათბურთს;

ვკლავ - 

ვაფუჭებ - ნერვებს;

ვცხოვრობ- კანონმორჩილად;

ვცემ - არასდროს არავის;

ვყვირი - ხშირად;

ვმღერი - გოიმურ სიმღერებს;

ვასრულებ - 

დავდივარ - ავტომობილით;

ვმკურნალობ - არაფერზე;

ვერიდები - ნასვამ ადამიანებს;

ვთამაშობ - ფიფას;

ვიტყუები - მიწევს ;

ვეთაყვანები - დედას;

ვგიჟდები – ჩემი გურიის სახლზე და ეზოზე;

მიყვარს - ჩაი;

ვოცნებობ - ქოხზე და მთაზე;

ვფიქრობ - ბევრს;

მძულს - სიმარტოვე;

ვნანობ - უქმედ დაკარგულ ყველა წამს;

კმაყოფილი ვარ - რაც მაქვს;

მენატრება - სიმშვიდე;

მსურს - ყველა იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი;

ვაგროვებ - არაფერს;

ვიხდი -

ვეჭვიანობ - იშვიათად;

ვკაიფობ” - არასდროს;

ვიზიდავ - 

ვალამაზებ - 



გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი