"დაგეშილი და გაცოფებული მიშა სააკაშვილის რუსაპეტა ვაშაძე არ უნდა შემოგვეპაროს პოლიტიკურ არენაზე!"- დარეჯან ლიპარტელიანი

04 Nov 2018 00:28

ჟურნალისტი, დარეჯან ლიპარტელიანი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს:


"რამდენიმე დღის წინ, ტვ იმედმა საგანგებო რეჟიმში მუშაობა გამოაცხადა, - არ დავუშვებთ სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნებასო, მაგრამ რატომღაც ამ არხზე, ჯერჯერობით, ნამდვილად არ იგრძნობა, რომ რაიმე ხდება საგანგებო... თითქოს, მოშვებულ-მომჩვარული პოზიცია აქვთ, ქვეყანაში მიმდინარე  პოლიტიკურ პროცესებზე.. თუ, ასე მე მეჩვენება?...


დიახ, ვუსმენ ახლა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და გრიგოლ ვაშაძის შესაძლო გამარჯვებაზე, მგონი ზომაზე მეტს, ძალიან ბევრს საუბრობს... არადა, კოჰაბიტაციის ავტორია ეს ჩვენი სანაქებო და ჭკვიანი უსუფა...


სწორედაც რომ, ჯალათებთან და მწამებლებთან, ენისმოჩლექვით მოსაუბრე პოლიტიკოსების ბრალია, ის რაც დღეს ხდება ამ ქვეყანაში... თუმცა, სხვა უამრავი ფაქტორიც არის, ამ რთული ვითარების მიზეზი და ვფიქრობ, ამჯერად, სხვის ჭკუაგონებაზე სამსჯელოდ არც უნდა მოვცდეთ და ყველამ ერთად, ვიმუშაოთ იმაზე, რომ დაგეშილი და გაცოფებული მიშა სააკაშვილის რუსაპეტა ვაშაძე არ შემოგვეპაროს პოლიტიკურ არენაზე...


ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე, რომ ის სისხლიანი 9 წელი, კვლავ არ გამეორდეს... სწორედ, ეს უნდა იყოს ყველა ჩვენთაგანის მიზანი და არა ის, როგორ ვისაუბროთ სოციალურ ქსელში დაუსულებლად, ათას სისულელეებსა და ჭორებზე... არცერთი ჩინოვნიკის ქმედება, ჩემი გასაპრავებელი არ არის და კეთილი ინებოს ყველა მათგანმა, თავიანთ ქმედებებზე, თავადვე აგონ პასუხი...


ჩემი მიზანია, ყველანი წავიდეთ არჩევნებზე და არ დავუშვათ ძალადობრივი რეჟიმის, ხელისუფლებაში დაბრუნება!...


დიახ, არა ძალადობას! არა სისხლიან რეჟიმს!


ჩემი ხმა, ქვეყნის კეთილდღეობას და მშვიდობას!"- წერს დარეჯან ლიპარტელიანი.

კომენტარები:

ფართი შოპი