"მთელი ამომრჩევლის 82%- ზე ცოტა მეტს არ უნდა ვაშაძე! ვაშაძე უნდა მთელი ამომრჩევლის 18%- ზე ნაკლებს"- ირმა ინაშვილი

03 Nov 2018 02:56

"არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 47%-იდან (47%-მივიდა, 53%- არა!) დაახლოებით 38%-ი, ანუ მთელი ამომრჩევლის ხმების მხოლოდ 17,5%-ი მიიღო ვაშაძემ, ეს რომელი ლეგიტიმაცია და უმრავლესობის უმრავლესობაა, ვაშაძის მომხრეებმა იქნებ მაგრად "შეგვაშინონ" და აგვიხსნან?!"- წერს  ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


"53%-ი არ მივიდა არჩევნების პირველ ტურზე. მას არც ვაშაძე უნდა და არც ზურაბიშვილი. პირველ ტურზე მისული ამომრჩევლის 47%-დან დაახლოებით 23%-მა არ მოისურვა არც ვაშაძე და არც ზურაბიშვილი, ანუ პირველი ტურის მიხედვით, მთელი ამომრჩევლის დაახლოებით 65%-ს არ სურს არც ვაშაძე და არც ზურაბიშვილი. ამავდროულად, 18%- ზე ნაკლებმა ხმა მისცა ვაშაძეს, ანუ ამომრჩევლის 82%- ზე ცოტა მეტს არ სურს ვაშაძე. რა ლეგიტიმაციაზეა საუბარი?!


ვიმეორებ: მთელი ამომრჩევლის 82%- ზე ცოტა მეტს არ უნდა ვაშაძე! არ უნდა ვაშაძე!!! ვაშაძე უნდა მთელი ამომრჩევლის 18%- ზე ნაკლებს."- წერს ინაშვილი. 

კომენტარები:

ფართი შოპი