"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მეტად ივანიშვილს აწყობს" - რამაზ საყვარელიძე

28 Oct 2018 01:51

"ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გაიძახის. არადა, დღეს თუ ვინმეს აწყობს ვადამდელი არჩევნები, ეს “ქართული ოცნებაა”. არც ერთი ოპოზიციური პარტია ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად არ არის, ვერ მოიგებს. არც ერთ პარტიას არ აქვს ის რეიტინგი, რომ ვადამდელი არჩევნები მოიგოს."- ამბობს რამაზ საყვარელიძე "ახალ თაობასთან" საუბრისას.


"დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მეტად ივანიშვილს აწყობს. პირველი – ის განთავისუფლდება იმ ჯგუფისგან, რომელიც მას უკვე ტვირთად აწევს. მეორე – ხალხისგან ხელახალ ლეგიტიმაციას მიიღებს და ამით ის კიდევ ერთ წელს მოიგებს."- აღნიშნავს საყვარელიძე.

კომენტარები:

ფართი შოპი