თეა წულუკიანი: „ქართველ ხალხს სჯერა, რომ აგვისტოს ომის დროს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება“

25 Oct 2018 23:16

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრიჰააგის სასამართლოს ვიცეპრეზიდენტსა  და განმწესრიგებელს შეხვდა. თეა წულუკიანი რობერტ ფრემრსა და პიტერ ლუისს ჰააგისსასამართლოსთან საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივიურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება.



„ნება მომეცით, კიდევ ერთხელ განვაცხადო − საქართველოს, ქართველ ხალხს დიდი იმედი აქვს ჰააგის სისხლის სამართლისსასამართლოს პროკურატურის გამოძიებისა. ჩვენ ველით, რომ ქართველების წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროს ჩადენილიდანაშაულები გამოუძიებელი არ დარჩება და სამართლიანობა გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავლენიანი დაძლიერია დანაშაულის ჩამდენი მხარე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.



იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზადაა, ითანამშრომლოს სასამართლოსთანმსხვერპლთა ინტერესების დასაცავად და მართლმსაჯულების აღსადგენად.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს  თანამშრომლობას საერთაშორისო სისხლისსამართლის სასამართლოს სხვადასხვა ორგანოსთან. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ რამდენიმე წლისწინ წამოყენებული თხოვნის შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, ჰააგისსასამართლოს მიერ მსჯავრდებული რამდენიმე პირი სასჯელს საქართველოს ციხეებშიც მოიხდის. მისი განცხადებით,პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ ამისათვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.



საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რეგიონული კონფერენცია თბილისში მიმდინარეობს.  კონფერენციისსაქართველოში ჩატარება საერთაშორისო სასამართლოს ინიციატივაა და მისი საფუძველი ჰააგის სასამართლოსა და საქართველოსხელისუფლებას შორის წარმატებული თანამშრომლობაა.



როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროსჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს. მათ შორის, გამოძიება შეეხება ქართველთა ეთნიკური წმენდის,ქართველი ტყვეების წამებისა და მკვლელობის საკითხებს. საქართველო სრულად თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან, რათადადგინდეს ქართველების წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილი დანაშაულები და დაკმაყოფილდეს დაზარალებულთა ინტერესები.

კომენტარები:

ფართი შოპი