სალომე ზურაბიშვილი - ზოგიერთები 29 ოქტომბერს აპირებენ, ჩემი გადადგომა მოითხოვონ, იმდენად დარწმუნებული არიან, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ

25 Oct 2018 02:32

ამ პატარა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება არის აუცილებელი, რათა მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვინდა, ესიქნება ნატო-სა და ევროკავშირში შესვლა თუ ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმასალომე ზურაბიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში „დებატები 2018“ შემაჯამებელი გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, უნდა დასრულდეს სიძულვილი და პოლარიზაცია, რაც ქვეყნისთვის ძალიან დამანგრეველია.


„როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე გავიმარჯვე, რადგან როგორც ზოგიერთები სოციალურ ქსელებში აცხადებენ, 29-შიგამოდიან, რომ ჩემი გადადგომა მოითხოვონ, იმდენად დარწმუნებული არიან არამხოლოდ გამარჯვებაში, არამედ იმაში, რომპირველივე ტურში გავიმარჯვებ.


აქ წარსულზე საუბრობდნენ, სწორედ წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ, არ უნდა დავბრუნდეთ იმ დაპირისპირებაში, რომელიციყო და, რომელიც საარჩევნო კამპანიიდან ჩანდა, თუმცა არა ჩემგან. მე პირადად ერთი სიტყვაც არ მითქვამს, მაგრამ აღარ ვიტყვი,რა თქვეს, თქვენმა პარტიიდან ბატონმა უგულავამ და სხვებმა, მგონი, ეს ყველამ კარგად იცის. 


უნდა დავასრულეთ ეს სიძულვილი, რომელიც არსებობს ქვეყანაში, ასევე პოლარიზაცია, რაც არის ძალიან დამანგრეველი, უნდაგადავიდეთ გაერთიანებულ საზოგადოებაზე. შეიძლება პარტიებმა განაგრძონ თავიანთი პოლიტიკური ქიშპობა, ეს ალბათ ასეიქნება, მაგრამ ამ პატარა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება არის აუცილებელი, რათა მივაღწიოთ ყველაფერს, რაცგვინდა, ეს იქნება ნატო-სა და ევროკავშირში შესვლა თუ ქვეყნის განვითარება.


ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების განვითარებას, ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. მე დავპირდი ხალხს, რომარამხოლოდ მოვივლიდი და მოვიარე საქართველო და რეგიონები, არამედ დავპირდი, რომ ჩავალ და არ ვიქნები ჩამჯდარი სადღაცსასახლეში.


რეგიონებიდან უნდა მოვიფიქროთ, რა არის განვითარების ახალი ფორმები, ახალი მიმართულებები.


ადმინისტრაციაში მეყოლება სამი საბჭო, ერთი იქნება დაუცველი ფენების, შშმ პირების საბჭო, მეორე  სამხედრო ექსპერტთასაბჭო, რათა არ დაგვავიწყდეს რომ პრეზიდენტი მთავარსარდალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 


კომენტარები:

ფართი შოპი