რა ეღირება საათობრივი პარკირება და სად და როგორ გადაიხდიან მძღოლები საფასურს

20 Oct 2018 01:52

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში პარკირების საათობრივი საფასური შესაძლოა, 20 თეთრიდან დაიწყოს. მისივე თქმით, ფასი შედეგზე ორიენტირებული იქნება.


„ადგილობრივებისთვის იქნება ის ფასი, რაც ახლა არის შეთავზებული - წელიწადში 50 ლარი და 6 თვეში 25 ლარი, მაგრამ ვიზიტორებისთვის გადასახადი გაცილებით მეტი იქნება“, - ამბობს მუმლაძე სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“. 


ამასთან, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელითაც მძღოლები საათობრივი პარკირების საფასურს გადაიხდიან.


საათობრივი პარკირების დროის ათვლა ტელეფონით მოხდება. დაანგარიშდება საფასური და ანგარიშიდან ჩამოიჭრება. ასევე დათვლილია საათობრივი პარკირების ადგილები, სადაც 200-მდე დამატებითი „ფეი ბოქსის“ დადგმაა საჭირო. 


მისივე თქმით, „ფეი ბოქსების“ განთავსებასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდება.


„მანქანის გაჩერების ადგილიდან „ფეი ბოქსის“ აპარატამდე დაშორებები მცირე უნდა იყოს. ყველაზე მეტი 25 მეტრი. ან ტელეფონში ექნება აპლიკაცია, რომ ერთი თითის დაჭერით მოახდინონ გადახდა“, - აცხადებს მუმლაძე.


"იმედინიუსი"

კომენტარები:

ფართი შოპი