ირმა ინაშვილი: კახი კალაძე, ძლიერი, საინტერესო, კრეატიული კანდიდატია!

02 Jul 2017 16:41

საქართველოს პარლამენტის წევრი, ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში, შემდეგი სახის მოსაზრებას აქვეყნებს:


"თბილისის მერის არჩევნები ტრადიციულად ერთ-ერთი საკვანძო და საპასუხისმგებლო არჩევნებია. ცხადია, ამ არჩევნებში ჩვენ ღირსეული კანდიდატი გვეყოლება, რომელსაც უახლოეს ხანში წარვადგენთ. საქართველოში, როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყნაში , კონკურენტები და მათი პარტიების მხარდამჭერები საარჩევნო კამპანიას ძირითადად ანტაგონიზმის რეჟიმში აწარმოებენ. 


მინდა ყველა კანდიდატს და ყველა პარტიას მოვუწოდო: წარვმართოთ საარჩევნო კამპანია ღირსეულად და ზნეობრივად, ყოველგვარი პირადი შეურაცხყოფისა და ე.წ. შავი პიარის მეთოდოლოგიის გამოყენების გარეშე. დღეს "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა კახი კალაძე. ის ძლიერი, საინტერესო, კრეატიული კანდიდატია. საარჩევნო კონკურენციაც, პოლიტიკური რინგიც მაშინაა მაღალი კლასის, მაშინაა შინაარსიანი და აზარტული, როცა შენი კონკურენტი შენთვის საინტერესო, ძლიერი კანდიდატია და არა ხელმოცარული, არშემდგარი, უსახური ბუტაფორია."


კომენტარები:

ფართი შოპი