"მე, ელიზბარ ჯაველიძე, მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, რა ფეხებს მომჭამს ნიკა გვარამია და მისი ნაცსექტა?!"

17 Oct 2018 02:13

„სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩემთვის სასურველი კანდიდატურა, მაგრამ გადაწყვეტილებაში ძალიან დამეხმარა სააკაშვილის ბაღლინჯო ნიკა გვარამია“, – ამის შესახებ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.


ამავე ინტერვიუში ელიზბარ ჯაველიძე ამბობს, რომ იგი თავდაპირველად საპრეზიდენტო დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერდა, მაგრამ როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მუქარა გავრცელდა, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.


„სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩემთვის სასურველი კანდიდატურა, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის გახლავთ, რომ ეს დამნაშავე, სისხლისმღრელი ნაცები არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში!


ჩემს გადაწყვეტილებაში ძალიან დამეხმარა სააკაშვილის ბაღლინჯო ნიკა გვარამია, რომელმაც ღიად განაცხადა, ყველას დაგიმახსოვრებთ, ვინც სალომეს დაიჭერთ მხარსო! ანუ ეს ნაძირალა ანგარიშსწორებით გვემუქრება! ჰოდა, აი დამიმახსოვროს“ მე ელიზბარ ჯაველიძე, მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, რა ფეხებს მომჭამს ნიკა გვარამია და მისი ნაცსექტა“ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.


შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა.


ამასთან ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „ყველას დაგიმახსოვრებთ, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერს“.


"კვირა"

კომენტარები:

ფართი შოპი