შსს-მ, ხაშურში, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

11 Oct 2018 11:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის - ეკა გაგუას და ოპერატორის - ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, 2 პირი: 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს.


აღნიშნული ინფორმაცია, საინფორმაციო პორტალ "მხარეს", შს სამინისტროდან აცნობეს.


როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს.


საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.


გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი
ფართი შოპი ფეიერვერკი და სპეცეფექტები ბუშტების სამყარო სადღესასწაულო ტრანსპორტი ფურშეტის და ქეითერინგის მომსახურება ტორტები და ნამცხვრები ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები ლიმუზინის ქირაობა limuzini daqiraveba limuzini qiraoba limuzini ლიმუზინის მომსახურება ლიმუზინი გამოძახებით saqorwilo limuzinis qiraoba hameris limuzinis daqiraveba hameris limuzini limuzinis gaqiraveba qutaisi limuzinis qiraoba kutaisi limuzinis qiraoba batumshi limuzinis momsaxureba limuzinis gaqiraveba tbilisi limuzinis gaqiraveba limuzinis qiraoba tbilisi ლიმუზინის დაქირავება მანქანის გაქირავება ქორწილისთვის ლიმუზინის გაქირავება ქირავდება ლიმუზინი ჰამერის ლიმუზინის ქირაობა limuzinis qiraoba