"მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც იქნება ენების დამცველი"- სალომე ზურაბიშვილი

11 Oct 2018 01:48

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ, როცა დასრულდება ჩემი პრეზიდენტობის ექვსწლიანი მანდატი, აქ ჩამოვალ და ქართულად დაგელაპარაკებით."- ეს განცხადება პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.


"ყველა ენა, რომელზეც ლაპარაკობენ საქართველოში, არის დასაცავი და მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც იქნება ამ ენების დამცველი.


ამავე დროს, ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და ყველას გვინდა, რომ გვქონდეს მომავალი. მომავალი კი არის სახელმწიფო ენის ცოდნა. ის ხსნის ყველა გზას სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისთვის, ინტეგრაციისთვის. ინტეგრაცია კი ნიშნავს სრულ თანასწორობას.


სახელმწიფომ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თქვენთვის ქართული ენა იყოს ხელმისაწვდომი, ადვილად შესასწავლი."-აღნიშნავს ზურაბიშვილი.

კომენტარები:

ფართი შოპი