სალომე ზურაბიშვილი მარნეულის, ბოლნისსა და დმანისის მოსახლეობას შეხვდა

11 Oct 2018 01:44

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. როგორც საინფორმაციო პორტალ "მხარეს" სალომე ზურაბიშვილის საარჩვნო შტაბიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილი დღეს ქვემო ქართლის რეგიონში მარნეულის, ბოლნისსა და დმანისის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა წამოჭრილი საკითხები შეაჯამა.


„დღევანდელი შეხვედრები ამ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მთავარია, ერთობისა და თანასწორობის შენარჩუნება, ეს ქმნის ამ ქვეყნის სიძლიერეს და არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების მქონე ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მარიამ ჯაში, კახაბერ ოქრიაშვილი, თამაზ ნავერიანი, გოგი მეშველიანი, რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი, პაატა მხეიძე და გოდერძი ჩანქსელიანი დაესწრნენ.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი