გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა აქციის მონაწილეს ნაკელიანი ურნა თავზე ჩამოამხო

11 Oct 2018 01:37

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესასვლელთან გამართულ საპროტესტო აქციას ინციდენტი მოჰყვა. რამდენიმე ახალგაზრდამ ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული დაყარა და გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომა მოითხოვა.


აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის მიზეზი მერის ორი დღის წინანდელი განცხადება გახდა, როცა თავზარაშვილმა დევნილებთან შეხვედრისას აგვისტოს ომზე ორაზროვანი განცხადება გააკეთა, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი კი „ზანგად“ მოიხსენია.


გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მაქარაშვილი ტერიტორიის დანაგვიანების გამო დააჯარიმეს. ადმინისტრაციული შენობის წინ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავზე ჩამოამხო ურნა, რომელშიც ახალგაზრდები მარცვლეულს და ნაკელს აგროვებდნენ.


საპროტესტო აქციის მონაწილეები კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომის პარალელურად, მანველიშვილის დასჯას ითხოვენ.


მომხდართან დაკავშირებით გორის მერიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი