"მოდით გადავხედოთ ჩამონათვალს, ვის შეწყალებას აპირებს გრიგოლ ვაშაძე..."- ვატო შაქარაშვილი

10 Oct 2018 20:02

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ვატო შაქარაშვილი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშაუალებით,  გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატ, გრიგოლ ვაშაძის განცახდებას ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, შეიწყალებს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, აგრეთვე ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას და სხვას  - ყველას...


"საყურადღებოა, რომ ერთ-ერთი პირველი ვინც ახსენდება და მის დაუყოვნებლივ შეწყალებას აპირებს, არის გიორგი ცააძე! 

ეს ის კაცია, მძიმედ დაჭრილ, შესაძლოა უკვე გარდაცვლილ ზურა ვაზაგაშვილზე საკონტროლო გასროლა რომ განახორციელა.....

ის ასევე ამბობს რომ შეიწყალებს ყველას, მოდით გადავხედოთ ვინ არის ეს “ყველა”!

მიხეილ სააკაშვილი 

ზურაბ ადეიშვილი

ვანო მერაბიშვილი

ირაკლი ფირცხალავა 

გიორგი ცააძე

ბაჩო და დათა ახალაიები

მეგის და ლევან ქარდავები

კოხტა კოდუა

ვასილ ლილუაშვილი

გიორგი დგებუაძე 

ვიქტორ ყაჭეიშვილი

რომან შამათავა

ალექსანდრე მუხაძე 

ოლეგ ფაცაცია

გია სირაძე 

ერეკლე კოდუა

კახაბერ ნაკანი

გია ლორთქიფანიძე

დავით ჭაკუა

დავით დევნოზაშვილი

გია უდესიანი 

გია სოსანაშვილი

და სხვათა მათ ბევრთა, ადამიანის წამებაში, მკვლელობაში, ქონების ჩამორთმევაში, გაუპარიურებაში, მიყურადებაში, ტელევიზიების დარბევაში, საბიუჯეტო თანხების მითვისებაში, მშვიდობიანი მიტინგების დარბევაში მსჯავრდებულების შეწყალებას აპირებს გრიგოლ ვაშაძე!"-წერს ვატო შაქარაშვილი.



loading...

კომენტარები:

ფართი შოპი