"თავზარაშვილო, შე ძაღლიშვილო, გადადექი!"-ნიკა გვარამია გორის მერს მიმართავს

09 Oct 2018 15:38

"თავზარაშვილო, შე ძაღლიშვილო, გადადექი!


ისტორიის გადაწერა დაიწყეს უკვე მოღალატე ზურაბიშვილის გასამართლებლად, ამ ნაძირლებმა"-წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 


ცნობისთვის, გორის მერი საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალის დაბომბვაში ადანაშაულებს. სალომე ზურაბიშვილის შემდეგ მის გზავნილებს უკვე ”ქართული ოცნების” რეგიონული ლიდერები და საჯარო მოხელეები მოსახლეობასთან შეხვედრებზე იმეორებენ. გორის მერმა დევნილებთან შეხვედრაზე თქვა, რომ 2008 წელს პირველი დაბომბვა ცხინვალის მიმართულებით საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს.


„ჩვენთან არავინ არ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლებოდა აქედან რომ ისვრი იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ. აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ ხომ? ჩვენ მერე მეორე დილით გავიგეთ,რომ გავიღვიძეთ რვაში ეს რა ხდებოდა, დაიწყო... კაციშვილმა არ ვიცოდით. თქვენ არ იცოდით ჰოო.


ამაზე კითხვას რომ უსმევთ, იმათაც რომ გამოესროლათ ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ ,იმათაც რომ ერთი გამოესროლათ რა გვეშველებოდა?!...“ – ამბობს მოსახლეობასთან შეხვედრისას გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.


ამომრჩევლებთან გლობალური გეოპოლიტიკის განხილვისას კონსტანტინე თავზარაშვილი არც რასისტულ განცხადებებს მორიდებია და ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ზანგად მოიხსენია. ვიდეო, სადაც გორის მერი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა.


შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე თავზარაშვილს ეუბნება, რომ ჯორჯ ბუშმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა რუსულ პროვოკაციას არ წამოგებოდა, გორის მერი კი აზუსტებს, რომ კონდოლიზა რაისმაც იგივე თქვა "ზანგი რომ იყო".


თავზარაშვილი მოსახლეობას არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ შეხვდა. მან საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


„სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ რატომ არ უნდა მოვუწოდო? ჩვენ ვუჭერთ მხარს. დაძალებით არ ვაძალებთ, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს ვეუბნებით, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებული ვარ ყველა დაუჭერს“-ამბობს თავზარაშვილი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი
ფართი შოპი ფეიერვერკი და სპეცეფექტები ბუშტების სამყარო სადღესასწაულო ტრანსპორტი ფურშეტის და ქეითერინგის მომსახურება ტორტები და ნამცხვრები ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები ლიმუზინის ქირაობა limuzini daqiraveba limuzini qiraoba limuzini ლიმუზინის მომსახურება ლიმუზინი გამოძახებით saqorwilo limuzinis qiraoba hameris limuzinis daqiraveba hameris limuzini limuzinis gaqiraveba qutaisi limuzinis qiraoba kutaisi limuzinis qiraoba batumshi limuzinis momsaxureba limuzinis gaqiraveba tbilisi limuzinis gaqiraveba limuzinis qiraoba tbilisi ლიმუზინის დაქირავება მანქანის გაქირავება ქორწილისთვის ლიმუზინის გაქირავება ქირავდება ლიმუზინი ჰამერის ლიმუზინის ქირაობა limuzinis qiraoba