"ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის მცხოვრებლების სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა"-რაულ ხაჯიმბა

08 Oct 2018 02:33

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში აფხაზეთის მცხოვრებლების სიყვარული და პატივისცემამოიპოვა, - ამის შესახებ ნათქვამია ვლადიმერ პუტინისადმი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მისალოც წერილში.

„პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში თქვენ მოიპოვეთ მილიონობით ადამიანის პატივისცემა და სიყვარული არა მხოლოდ რუსეთში, არამედ რუსეთის გარეთაც, მათ შორის აფხაზეთში. ჩვენ მრავალეროვანი ხალხი გულწრფელად მადლობას გიხდით აფხაზეთის მხარდაჭერისთვის, აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის“, - ნათქვამია წერილში.

რაულ ხაჯიმბამ ასევე აღნიშნა, რომ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობა აფხაზეთსა და რუსეთს შორის მომავალშიც გაძლიერდება“.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 66 წელი შეუსრულდა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი