ფრთხილად! ახალი თაღლითური სქემა ბავშვებისთვის

ვირტულაურ სივრცეში ახალი თაღლითური სქემა მუშაობს!


მოგეხსენებათ, ბავშვების უმეტესობა რომელიმე პოპულარულ ონლაინთამაშშია ჩართული (მაინკრაფტი, ამონდი და სხვა). თაღლითები უკავშირდებიან ბავშვებს, ჯერ შეაქებენ, როგორც კარგ მოთამაშეს და შემდეგ სთავაზობენ, რომ დაეხმარებიან, გახდნენ ყველაზე ცნობილი ბლოგერები, თუ კი ბავშვი მას თავის პროფილს მიჰყიდის. ამაში კი სთავაზობენ საკმაოდ სოლიდურ თანხას. ასევე ჰპირდებიან, რომ ბავშვს შეეძლება ახალი პროფილების შექმნა და ისინი მას გაყიდვაში კვლავ დაეხმარებიან. 


შემდეგ უხსნიან, რომ იმისათვის, რომ თანხის დარიცხვა შეძლონ, დედის ან მამის საბანკო ბარათის ფოტო უნდა გაუგზავნონ და როგორც კი ფოტოს გააგზავნის, მაშონვე უნდა წაშალოს მიმოწერა და პროფილიც, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხას არ გადაურიცხავენ.


თუ ბავშვი ამ პირობას შეასრულებს, ცოტა ხანში რაღა თქმა უნდა ბარათზე არსებული თანხა მთლიანად გაქრება.


ამიტომ, ჯობს ბავშვები წინასწარ გააფრთხილოთ და აუხსნათ, რომ ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ წამოეგონ თაღლითების ანკესს... 


წყარო: პრაიმ ტაიმი




კომენტარები:

ფართი შოპი