რატომ არიან შვედები არასტუმართმოყვარე ხალხი?

სხვადასხვა 03 Oct 2022 22:44

სოციალური მედიის მომხმარებლებმა შვედეთის მოსახლეობა არასტუმართმოყვარეობაში დაადანაშაულეს. Twitter-სა და Reddit-ზე შვედეთში სტუმრობისას მომხდარი უსიამოვნო შემთხვევების მოსაყოლად საგანგებო ჰეშთეგი #Swedengate-იც კი შექმნეს და სცადეს გაერკვიათ, რატომ ხვდებიან ამ ქვეყანაში სტუმრებს  არამეგობრულად.


ყველაზე ხშირად ადამიანები ჰყვებოდნენ, რომ შვედურ ოჯახში სტუმრობისას სუფრასთან არ მიიწვიეს, როდესაც მთელი ოჯახი სადილობდა. ბუნებრივია, ასეთი ქცევა ძალიან უცნაურად და არამეგობრულად გამოიყურებოდა.

„ერთხელ ღამის გასათენებლად შვედი მეგობრის ოჯახში დავრჩი. საძინებლები მეორე სართულზე იყო. დილას რომ გავიღვიძეთ, მეგობარმა მითხრა, რომ ცოტა ხნით ქვემოთ ჩავიდოდა, ისაუზმებდა და უკან დაბრუნდებოდა. რატომღაც, მე სუფრასთან არ დამპატიჟეს. 25 წელი გავიდა და დღემდე ამ შემთხვევაზე ვფიქრობ.


ამ პოსტის ქვეშ შვედური ტრადიციების შესახებ ბევრი მსგავსი ისტორიაა:

„შვედურ ოჯახში სტუმრობისას არა მარტო საკუთარი საჭმელი, საკუთარი თეთრეული და პირსახოცებიც უნდა მიიტანოთ. ამ ქვეყანაში 18 წელი ვიცხოვრე და შემიძლია დავადასტურო", - წერდა სოციალიური ქსელის მეორე მომხმარებელი.

შვედები ბრალდებებს იმ არგუმენტებით პასუხობენ, რომ მოწვეულ და დაუპატიჟებელ სტუმარს შორის დიდი განსხვავებაა. როდესაც სტუმრობა დაუგეგმავია, შეიძლება მაცივარში საჭირო საკვები არ აღმოგაჩნდეს. სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის შვედების არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა და ამ ხალხის სტუმართმოყვარეობაზე მემების გავრცელება დაიწყეს.


თუმცა, ხუმრობისა და ირონიის იქით საქმე არ წასულა და შვედებმა საყოველთაო კრიტიკა საკმაოდ მშვიდად მიიღეს.


წყარო: funtime




კომენტარები:

ფართი შოპი