სად მდებარეობს გველების კუნძული, სადაც ადამიანის ფეხის დადგმა აკრძალულია

სხვადასხვა 03 Oct 2022 22:35

ატლანტიკის ოკეანეში, სან-პაულუს სანაპიროდან 32 კილომეტრში მდებარე კეიმადა გრანდის კუნძულს (Ilha da Queimada Grande) ბრაზილიელები გველების კუნძულს ეძახიან. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია! 


სულ ახლახან ბრაზილიის ხელისუფლებამ ოფიციალურად აკრძალა ადამიანების მიერ მიწის ამ ნაკვეთის მონახულება. აკრძალვაც რომ არ იყოს, ყველაზე თავზე ხელაღებული ტურისტიც ვერ გაბედავს, ფეხი დაადგას კუნძულზე, სადაც მსოფლიოს ყველაზე შხამიანი გველები ბინადრობენ. ამბობენ, რომ მათ შხამს ადამიანის ხორცის დადნობა შეუძლია.

ვარაუდობენ, რომ ატლანტიკის ოკეანეში კუნძული 11 ათასი წლის გაჩნდა, როდესაც წყლის დონემ აიწია და ბრაზილიისგან მიწის ნაკვეთი მიიტაცა.


კუნძულზე დარჩენილი შხამიანი გველები ხელსაყრელი კლიმატური პირობების მიუხედავად, საკვების მოპოვების თვალსაზრისით, რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტორმა განსაზღვრა გველების აგრესიულობა და ლეტალობა. ამბობენ, რომ კუნძულის ყოველ კვადრატულ მეტრზე ხუთი შხამიანი ქვეწარმავალს ნახავთ.

თუ კუნძულს წყლის მხრიდან მიუახლოვდებით, შეამჩნევთ, რომ ყველა ხე და კლდე მზეზე მიფიცხებული გველებით არის სავსე. მას შემდეგ, რაც ათობით ადამიანი მოკლეს და კუნძულს მთლიანად დაეპატრონნენ, გველები, ძირითადად, მატერიკიდან ჩაფრენილი ფრინველებით და მღრღნელებით იკვებებიან.



კუნძული კეიმადა გრანდი იმითაც გამორჩეულია, რომ აქ გადაშენების პირას მყოფი, პლანეტის ყველაზე შხამიანი გველი ბოტროფსი (Bothrops insularis) ბინადრობს.



ადამიანებმა რამდენიმეჯერ სცადეს ქვეწარმავლებისთვის კუნძულის წართმევა. 1909 წელს გარკვეულ წარმატებასაც მიათღწიეს და კუნძულზე შუქურა ააგეს, მაგრამ ომი საბოლოოდ გველების გამარჯვებით დასრულდა - მომსახურე პერსონალის სამი წევრი შხამიანი გველების დაკბენის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით, საშინელი ტანჯვით დაიღუპა. შუქურა ჯერ კიდევ მუშაობს, თუმცა ავტონომიურ რეჟიმში, ადამიანების გარეშე.



საფრთხის მიუხედავად, ერთ ბრაზილიურ ოჯახს მაინც გადაუწყვეტია კუნძულზე დასახლება და მისი ათვისება. როდესაც ოჯახთან ყველანაირი კავშირი შეწყდა, ნათესავების თხოვნით, კუნძულზე მაშველთა ჯგუფი ჩავიდა და საშინელი სურათი დახვდა - კუნძულის მთელ ტერიტორიაზე ადამიანების ნაწილები იყო გაფანტული. ამის შემდეგ კეიმადა გრანდზე ჩასვლა აღარავის უცდია.

კუნძულზე მხოლოდ Instituto Chico Mendes de Conservação da Biodiversidade-ის ეკოლოგებს აქვთ გადასვლის უფლება, რაც მათი მხრიდან ნამდვილად გმირობის ტოლფასია.



წყარო: funtime



კომენტარები:

ფართი შოპი