"პრაიმ ჰაუსში მდედრი მანგო შედის"... - ვისზე საუბრობს დომენიკ მანგო

ყვითელი 03 Oct 2022 21:00

რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონი სამშაბათს, 4 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში დაიწყება. რამდენიმე თვეა იყო მოლოდინი, რომ სკანდალურად ცნობილი დომინიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე იქნებოდა მეორე სეზონის ერთერთი მონაწილე. თავად დომინიკ მანგომ ეს რამდენჯერმე დაადასტურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემოთავაზება უკვე მიღებული ჰქონდა, შემოქმედებითი გუნდისგან თანხმობაც და ის ფაქტობრივად უკვე ემზადებოდა პრაიმ ჰაუსში საცხოვრებლად. მან ისიც კი თქვა, რომ რამდენიმე თვით ლაგოდეხში გადასახლდებოდა, სანამ პროექტის მეორე სეზონი დაიწყებოდა..პროექტის ახალი სეზონის მონაწილეთა ნაწილის ვინაობა უკვე გაირკვა. თუმცა მათ შორის დომენიკ მანგო არ არის. ჯერ ბოლომდე უცნობია, კუკური ბარამიძეს ვიხილავთ თუ არა ამ სეზონზე. მაგრამ გუშნ დომენიკ მანგომ სოციალურ ქსელში ერთი უცნაური რეპლიკა გააკეთა.




,ახლა კი დომენიკ მანგომ თავის გამომწერებს უთხრა, რომ მეორე სეზონზე პროექტ პრაიმ ჰაუსში მდედრობითი დომენიკ მანგო შევა.

როგორც ირკვევა, სეზონის ახალი მონაწილე ანა ქეცბაია დომენიკ მანგოს ახლო მეგობარია. და მას მდედრი მანგო თავად დომენიკმა უწოდა..„პრაიმ ჰაუსში მდედრი მანგო შედის! გაგიჭირდებათ ევას გაგება, მაგრამ ნელ-ნელა გაუგებთ“, - დაწერა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ დომენიკ მანგომ..ევა ქეცბაია ამბობს, რომ არასრულწლოვანობის ასაკში, კონკრეტულად სკოლის პერიოდში მასზე სექსუალურად იძალადეს..„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბედნიერი ვარ და ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს აბსოლუტურად კარგად და სტაბილურად. ბავშვობაში და სკოლის პერიოდში გამოვიარე ძალიან ცუდი ტრავმები. გადამხდა საშინელი ისტორიები.16 წლის ასაკში სკოლელმა გამაუპატიურა. მთელი მეათე კლასი გავატარე სექსუალურ ძალადობაში...“, - აღნიშნავს ანა ქეცბაია..„პრაიმ ჰაუსის“ ცხელი სეზონი განსხვავებული გმირებით და სკანდალური ისტორიებით იწყება. სამშაბათს, 4 ოქტომბერს, 22:00 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში „ღამის პრაიმ-თაიმში“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეებს ახლოდან პირველად გაიცნობთ.


წყარო: ინტერმედია




კომენტარები:

ფართი შოპი