"10 წლის წინ პირველ ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და მისი გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ის ბოროტება" - თეა წულუკიანი

პოლიტიკა 02 Oct 2022 00:06

„გილოცავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, ბოროტებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის დასამარცხებლად არაერთი წლის განმავლობაში ზოგი საპატიმროდან, ზოგი თავისუფლებაზე, ზოგი უცხოეთიდან. 10 წლის წინ პირველ ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და მისი გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ის ბოროტება, რომელიც ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას, რომ ხელისუფლებაში უკან აღარასდროს დაბრუნდება. ვულოცავ ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც არ უშინდებოდნენ. მაშინ პოლიტიკური ბრძოლა იყო საშიში, დამაზიანებელიც კი საკუთარი შვილებისა და ოჯახებისთვის, ეს ყველას გვახსოვს, მაგრამ თქვენ არ ეგუებოდით ამ შიშს და იბრძოდით ყველა მშვიდობიანი მეთოდით, რომელმაც 10 წლის წინ 1-ელ ოქტომბერს მოიტანა გამარჯვება“


- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.


წყარო: მთავარი არხი




კომენტარები:

ფართი შოპი