სომხეთში 6 მინისტრი გადააყენეს, ფაშინიანი მიდის...

03 Oct 2018 13:18

სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით, პარტია “აყვავებულისომხეთისა” და “დაშნაკცუტიუნის” ექვსი მინისტრი თანამდებობიდანგაათავისუფლეს. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება. ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტის წინშეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდა და იქვე გადააყენა პარტია „აყვავებული სომხეთისა“ და„დაშნაკცუტიუნის“ ორი მინისტრი.

 

ფაშინიანმა პირობა დადო, რომ მინისტრების გათავისუფლების ბრძანების ძალაში შესვლისთანავე, თავადაცდატოვებს თანამდებობას, რათა ის შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აირჩიონ.

 

“პირველი არხის” ცნობით, სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სომხეთის პარლამენტმა მიიღოკანონპროექტი, რომელმაც შესალოა, ქვეყნაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკურ პარტიის წევრებმა, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატიაქვს, ასევე „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუტიუნის“ დეპუტატებმა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი