სომხეთი ამ წუთებში - სომხეთის პარლამენტის შენობა ბლოკირებულია (პირდაპირი ეთერი)

02 Oct 2018 22:16




სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და საპროტესტო აქციის 10 ათასამდე მონაწილემ პარლამენტის შენობის ბლოკირება განახორციელეს. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.


აღნიშნულის მიზეზი გახდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის ბლოკირებას ახდენს იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერმინისტრის მეორედ არჩევის აუცილებლობა დადგება. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება განახორციელეს.


მომიტინგეების წინაშე ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა, რომელმაც მიტინგი დატოვა მნიშვნელოვანი საქმის გამო და განაცხადა, რომ მალევე დაბრუნდება. მანამდე კი პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტის მიღება საკანონმდებლო ორგანოს მიერ კონტრრევოლუციის ოფიციალურ დასაწყისს ნიშნავს. სომხური მედიის ცნობით, დეპუტატები პარლამენტის შენობის დატოვებას ვერ ახერხებენ.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი