რა ღონისძიებები იგეგმება 6 და 7 ოქტომბერს „თბილისობა 2018“-ის დღესასწაულზე - სრული ნუსხა

02 Oct 2018 19:41

„თბილისობა 2018“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია,  საინფორმაციო პორტალ " მხარეს" თბილისის მერიიდან მიაწოდეს. როგორც უწყებაში  განმარტავენ, ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევში.  


მათივე განმარტებით, ორი დღის განმავლობაში, რიყის პარკში გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი - „შემოდგომის დღესასწაული“, წარმოდგენილი იქნება ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობი პროგრამები და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა. 7 ოქტომბერს, ასევე, გაიმართება საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრების გარეშე“.


დედაენის ბაღი ამავე დღეებში 12:00-დან 18:00 საათამდე სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.  წარმოდგენილი იქნება 10-ზე მეტი სპორტული სახეობა, მათ შორის, ჭიდაობის ტურნირი, რომლის გამარჯვებულსაც წელს პირველად გადაეცემა გარდამავალი თასი. 


აბანოთუბანში, 6 და 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი  „გვიდირიჟორე“ გაიმართება. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს, ნებისმიერ მსურველს მიეცემა საშუალება, უშუალოდ ჩაერთოს ღონისძიებაში, სცენაზე ავიდეს და საკუთარი თავი დირიჟორის ამპლუაში გამოსცადოს.


ლეღვთახევში გაიმართება მხატვრების, ფოტო ხელოვანებისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ - „ცოცხალი ქანდაკებები“, ცოცხალი მუსიკა - ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით - „მექი დანა და მისი მეგობრები“ და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის  წარმოდგენა - „მეტრონომი“.


6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე, 20:00 საათზე შედგება მიუზიკლის - „თბილისური ვოდევილი“ პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული სცენის ვარსკვლავები და სცენაზე მულტიკულტურულ თბილისს წარმოადგენენ.


7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და ქართული ხმების კონცერტი გაიმართება.


19:30-ზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე წარდგება ყველა ის მომღერალი, რომელიც  გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს სიმღერებს.

 



6 ოქტომბერი

რიყის პარკი

  • გასტრონომიული ფესტივალი - 12:00 - 20:00
  • ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00  - 20:00 
  • საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00 – 19:00
  • ცოცხალი მუსიკა -14:00  - 18:00 
  • რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00 – 18:00

ლეღვთახევი

  • მხატვრების, ფოტოხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00 – 17:00
  • საავტორო ხელნაკეთი  ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა -13:00 – 17:00
  • ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი  - 14:00-17:00
  • პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00 – 17:00
  • პროექტი „გვიდირიჟორე“ - 15:00 -17:00 ცოცხალი მუსიკა - ბენდი killages -18:00 – 19:00
  • გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის  წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 20:00 - 21:00

დედაენის ბაღი - 12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები

  • ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება
  • ტურნირები ნარდში
  • მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;
  • აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;
  • შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
  • ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;
  • ბოჩა (შშმ პირებისთვის)
  • ტურნირი მინი გოლფში
  • შეჯიბრი მკლავჭიდში
  • მაგიდის ჩოგბურთი
  • ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა

ევროპის მოედანი

მიუზიკლი - „თბილისური ვოდევილი“ - პრემიერა - 20:00

 

  • 7 ოქტომბერი

რიყის პარკი

  • გასტრონომიული ფესტივალი - 12:00 - 20:00
  • ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00 -20:00 
  • საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00 – 19:00
  • საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“  - 14:00-15:00 
  • ცოცხალი მუსიკა -14:00   18:00 
  • რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00 – 18:00

ბარათაშვილის ქუჩა

კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი - 14:00

ლეღვთახევი

  • მხატვრების, ფოტო ხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00 – 17:00
  • საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა - 13:00 – 17:00
  • ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი - 14:00 -17:00
  • პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00 – 17:00
  • ცოცხალი მუსიკა - დაუვიწყარი კონცერტი - ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით -  „მექი დანა და მისი მეგობრები“ - 16:00 – 18:00
  • ყველაზე მოთხოვნადი პროექტი „გვიდირიჟორე“ - 19:00 - 21:00
  • გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის  წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 21:00 – 22:00

დედაენის ბაღი - 12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები

  • ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება
  • ტურნირები ნარდში
  • მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;
  • აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;
  • შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
  • ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;
  • ბოჩა (შშმ პირებისთვის)
  • ტურნირი მინი გოლფში
  • შეჯიბრი მკლავჭიდში
  • მაგიდის ჩოგბურთი 
  • ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა
  • კარატე - საჩვენებელი თამაშები

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი

საპატიო თბილისელის დაჯილდოება  და გალა კონცერტი - „ჩემო თბილის ქალაქო“ – რევაზ ლაღიძე - 19:30

კომენტარები:

ფართი შოპი