"სასამართლო არის ოლიგარქიული რეჟიმის მსახურებაში და მკაცრად სჯის ყველას ვინც გაბედავს ოლიგარქის და მისი კლანის გაკრიტიკებას, კითხვების დასმას"- სერგო ჩიხლაძე

პოლიტიკა 05 Aug 2022 20:44

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე სასამართლოს მხრიდან უჩა მამაცაშვილის სარჩელის დაკმაყოფილებას ეხმიანება. ჩიხლაძის თქმით ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ იდევნება თავისუფალი და კრიტიკული აზრი ქვეყანაში და რომ ეს არის დადასტურება, რომ სასამართლო არის ოლიგარქიული რეჟიმის მსახურებაში 


“დღეს სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ანტიკორუფციული მოძრაობა 15 000 ლარით დააჯარიმა. 


ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ იდევნება თავისუფალი და კრიტიკული აზრი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ სასამართლო არის ოლიგარქიული რეჟიმის მსახურებაში და მკაცრად სჯის ყველას ვინც გაბედავს ოლიგარქის და მისი კლანის გაკრიტიკებას, კითხვების დასმას. მოსამართლის გადაწყვეტილება არის პირდაპირი ცენზურის დაწესება ყველა იმ ადამიანზე და არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლებიც კრიტიკული კითხვებით მიმართავენ ხელისუფლებას და რომლებიც აპროტესტებენ ამ ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობას. 


დაეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემის დეკლანიზაცია და რეფორმირება არის ამ უსამართლობის წამალი” - სერგო ჩიხლაძე 



კომენტარები:

ფართი შოპი