გაბუნია: მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შესულა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შესულა.


როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო „საჭიროებისამებრ ერთვება“.


„ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად მართავს, ასევე კლინიკა სადაც პაციენტი იმყოფება. კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა. ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების ქვეყანაში შემოსვლასა და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობა გასცა, როდესაც ამის მოთხოვნა იყო, ახლა ამაზე მოთხოვნა არ შემოსულა“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.



კომენტარები:

ფართი შოპი