გიორგი ნონიაშვილი - სწორია ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა, რომელიც არჩევნებს ჩაატარებს, თუმცა რეფორმები ხალხის მანდატის მქონე არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს

პოლიტიკა 25 Jun 2022 14:47

გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი და სწორია პროტესტი ხელისუფლების მიმართ. სწორია რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. სწორია ისეთი ტექნიკური და გარდამავალი მთავრობის მოთხოვნა, რომელიც ჩაატარებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. რაც შეეხება რეფორმების განხორციელებას, ამ ნაწილში პროფესიულადაც და პოლიტიკურადაც ბუნებრივია, გამაჩნია სკეპსიზი, იქიდან გამომდინარე რომ რეფორმების განხორციელებას ზოგადად სჭირდება ხალხის წარმომადგენლობითი მანდატი და პოლიტიკური წონა, ხოლო ყველა პროცესი, რომელიც პოლიტიკური წონის გარეშე წარიმართება ხელისუფლების მხრიდან ე.წ ტექნოკრატიული პროცესი, ყოველთვის ართულებს ხოლმე საქმეს.


მისი თქმით, ყველაზე მარტივი გამოსავალი ცხადია არის, რომ ტექნოკრატიულმა მთავრობამ ქვეყანა უნდა მოამზადოს არჩევნებისთვის, ჩაატაროს და დემოკრატიული პროცესის შედეგად ახალი, დემოკრატიული ხელისუფლება მოვიდეს სათავეში, რომელიც განახორციელებს რეფორმებს.


„ტექნიკურ მთავრობას არ ექნება წარმომადგენლობითი მანდატი და შესაბამისად ლეგიტიმაციის ხარისხი იქნება დაბალი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა მთავრობა, რომელიც უნდა მართავდეს მომავალში საქართველოს, მას უნდა ჰქონდეს ხალხის ლეგიტიმაცია და შესაბამისად ექნება მას მანდატი იმისთვის, რომ ის რეფორმები განახორციელოს რაზეც არის საზოგადოებრივი დაკვეთა.“ - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი