შალვა პაპუაშვილი: დღეს ყველაზე დიდი ევროპელობა და პატრიოტიზმი თანხმობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და მომავლის რწმენაა

პოლიტიკა 25 Jun 2022 14:39

„დღეს ქვეყანა მყარად დგას მშვიდობიანი განვითარების და დემოკრატიული რეფორმების გზაზე - ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკომისიის რეკომენდაციები პირდაპირ აღიარებს, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა საქართველომ ევროპისაკენ მიმავალ გზაზე ბოლო წლებში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტად, რაც ქვეყანას მომავალ ექვს თვეში მიზნის მიღწევაში ხელს უშლის, ისევ რადიკალიზმი და დაპირისპირებაა.


საგანგებო ბრიფინგზე, შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა იმუშაოს იმ პრიორიტეტებზე საპასუხოდ, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია ასახული.


„როგორ ხვდება საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას? დღეს ქვეყანა მყარად დგას მშვიდობიანი განვითარების და დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკომისიის რეკომენდაციები პირდაპირ აღიარებს, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა საქართველომ ევროპისაკენ მიმავალ გზაზე ბოლო წლებში.  ყველაზე მეტად, რაც ხელს გვიშლის მიზნის მიღწევაში მომავალ ექვს თვეში და მომდევნო წლებში ისევ და ისევ გათიშულობა, რადიკალიზმი, გაუტანლობა, დაპირისპირება, სიძულვილი და უიმედობაა.  ამ ყველაფრის ნაცვლად, დღეს ყველაზე დიდი ევროპელობა და პატრიოტიზმი თანხმობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და მომავლის რწმენაა. დღეს ევროპულობა და პატრიოტიზმი ერთი და იგივეა.


მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ პარლამენტი მზად არის იმუშაოს იმ პრიორიტეტებზე საპასუხოდ, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებში არის ასახული“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი