შალვა პაპუაშვილი: დასახული პრიორიტეტებიდან გამომდინარე ჩვენთვის ახლა უკვე უფრო ცხადია, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ გვქონდეს უპირობო კანდიდატობა

პოლიტიკა 25 Jun 2022 13:52

„კარგი ის არის, რომ ჩვენთვის ახლა უკვე არის უფრო ცხადი, გამომდინარე იმ პრიორიტეტებიდან, რაც დასახულია, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ გვქონდეს უპირობო კანდიდატობა -  ეს არის ახლა სამივე ქვეყნის მიზანი, უპირობო კანდიდატობა  ან კანდიდატობა პირობების გარეშე, რაც გახლავთ წინაპირობა შემდეგი ეტაპისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.


შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა საქართველო და ევროკავშირი მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესში არიან.


„ჩვენ უნდა დავიწყოთ იმით, რომ როგორ შეაფასა სამივე ქვეყნის მიერ გადაწყვეტილება ევროპულმა კომისიამ, რომ ხანდახან რთულია, დაინახო ისტორია, როდესაც ის იქმნება. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავინახოთ, თუ რა ისტორიული პროცესის მონაწილე ვართ და ეს ისტორიული პროცესი არის როგორც ევროკავშირისთვის, ასევე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი.


მეორე - ევროპულმა საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და სამივე ქვეყანას გაუხსნა კარი ევროკავშირში წევრობაზე.


მესამე - სტატუსით თუ სტატუსის გარეშე, დღეს ყველამ ვიცით, რომ ის პირობები, რომელიც სამივე ქვეყანას აქვს დასაკმაყოფილებელი, არის მსგავსი-ზოგ შემთხვევაში, ჩვენთან არის უფრო მსუბუქი პირობა და სხვასთან უფრო რთული, მაგრამ, საერთო ჯამში, არის მსგავსი პირობები. ამ პირობების დაკმაყოფილება ყველას მოუწევს იმისთვის, რომ რეალური გაწევრიანების პროცესი დაიწყოს, რომელიც უკვე უპირობო კანდიდატობიდან იწყება. კარგი ის არის, რომ ჩვენთვის ახლა უკვე არის უფრო ცხადი, გამომდინარე იმ პრიორიტეტებიდან, რაც დასახულია, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ გვქონდეს უპირობო კანდიდატობა. ეს არის ახლა სამივე ქვეყნის მიზანი, როგორც უკრაინის, ასევე, მოლდოვას და საქართველოს, უპირობო კანდიდატობა  ან კანდიდატობა პირობების გარეშე, რაც გახლავთ წინაპირობა შემდეგი ეტაპისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



კომენტარები:

ფართი შოპი