ვინ არიან და რას საქმიანობენ სალომე ზურაბიშვილის შვილები - არქივიდან

23 Sep 2018 00:48

"ცოტათი დავისვენე, თემურსა და ქეთევანს ცოტა მაინც მოვეფერე და გავაცილე, ჩემ გუნდს ერთხელ კიდევ (და კიდევ ბევრჯერ) მადლობა მოვახსენე!" - ასეთი სიტყვებით და გამარჯვებით დაასრულა საარჩევნო მარათონი ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი შვილები თბილისში იმყოფებოდნენ და დედას გვერდში ედგნენ ამ მნიშვნელოვან მომენტში. 


როგორც ცნობილია, ქალბატონი სალომეს შვილები - ქალ-ვაჟი, ქეთევანი და თემური, საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ. იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა მათი დედა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. ცნობილია, რომ ქალბატონი სალომე ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის შვილია, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის შვილი.

mshoblebi

ქალბატონ სალომეს შვილები პირველ მეუღლესთან შეეძინა. ისინი გამართულად საუბრობენ ქართულად. "მყავს ვაჟი თემური და გოგონა ქეთევანი. თემურიც დიპლომატიურ გზას გაჰყვა. ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქალიშვილმა კი ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება აისრულა - პარიზში, ფრანგულ საერთაშორისო ორენოვან ტელევიზიაში მუშაობს. საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს ამზადებს და სპორტული ნაწილის წამყვანია...", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.


მისი ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი მართლაც ფრანგული ტელეკომპანიის, France 24-ის ჟურნალისტია. ის რეპორტიორი და სპორტული რედაქტორია, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე აკეთებს სიუჟეტებს და ასევე, უძღვება გადაცემებს.

mshoblebi

ქალბატონი სალომეს პირად ცხოვრებას რაც შეეხება, მეორე ოჯახი მოგვიანებით შექმნა, თუმცა დიდი სიყვარულით, რომელიც დღემდე მოჰყვება. მისი მეუღლე ჯანრი კაშია საქართველოში ცნობილი პიროვნება გახლდათ და ბევრისთვის საყვარელი. როგორც ქალბატონი სალომე ამბობს, ის გრძნობა და სიყვარული, რომელიც ქმართან აკავშირებდა, მისი გარდაცვალების შემდეგაც არ განელებულა:


"როდესაც ოჯახზე ვლაპარაკობ, ყოველთვის მინდა, საუბარი ჯანრითი დავიწყო, მაგრამ როგორ გამომივა, არ ვიცი... როდესაც ჯანრიმ, როგორც თავად ამბობდა, თავისუფლება არჩია და საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, მაშინ იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და მთხოვეს გამერკვია, სად უნდა მიეტანა საბუთები. მაშინ გავიცანი ჯანრი, მაგრამ როდესაც ”ქართულ-ევროპული ინსტიტუტი" დააარსა, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს... ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი. შემდეგ მეუღლესთან ერთად ამერიკაში წავედი. პირველი მეუღლე სპარსეთში, თეირანში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი იყო, გვარად გუგუშვილი. მისგან ორი შვილი მყავს, გოგონა და ბიჭი... მე და ჩემი მეუღლე რომ დავშორდით, დიპლომატიური მისიით აფრიკაში, ჩატში წავედი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბი ქვეყანა. მე და ჩემი შვილები იქ სამი წელი ვცხოვრობდით. მაშინ იქ ომიც იყო. ქუჩები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ქვიშა იყო ყველგან. 

mshoblebi

იქიდან რომ დავბრუნდი, მერე გავყევი ჯანრის. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული. დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის მხოლოდ მეუღლე კი არა, ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო... საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ მის შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, სულ ვამბობდით, რომ გაფართოებული ოჯახი გვქონდა... მის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ასე მეგონა, ცხოვრების ძალა და მოტივაცია დავკარგე. ხშირად ვკამათობდით კიდეც, რადგან საჭიროა, ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგიწიოს და შენ დაუმტკიცო, რომ ასე არ არის, ან პირიქით, დაეთანხმო. მის თანადგომას და რაც მთავარია, სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ხანდახან ჯიუტად არ მინდა მასზე წარსულში ლაპარაკი, რადგან ვგრძნობ, ჩემ გვერდით არის", - იხსენებს ქალბატონი სალომე ინტერვიუში.


www.mshoblebi.ge

04.11.2016 წელი

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი