„ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას სჭირდება მორალური იზოლაცია მათ შორის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ სატელიტებთან მარტო დატოვება მნიშვნელოვანი კომპონენტია რეჟიმის დასამარცხებლად“ - გიგა ბოკერია

პოლიტიკა 07 May 2022 01:41

„ამ ყველაფერს კი ჯამში ჭირდება ამ პოლიტიკური პროცესის ბოლომდე გაფორმება, ამიტომ ვინც ახლა ამაზე საუბრობს თვითონ უნდა მოგვცეს მაგალითი ამის და უნდა მოახდინოს ამ პუტინისტური რეჟიმის მორალური იზოლაცია მათშორის პარლამენტში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.


„ვადამდელი არცევნების მიღწევას და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას, იმ კონტექსტში მიღწევას, როცა უკვე დასუსტებული იქნება ივანიშვილის რეჟიმი ბევრი კომპონენტი ჭირდება, ამაში შედის ქვეყნის შიგნით გაზრდა საზოგადოებაში იმ მოქალაქეების რაოდენობის, ვინც ამ იდეის გარშემო გაერთიანდება, ამაში შედის საერთაშორისო წნეხის გაზრდა ქვეყნის გარეთ, ამ ყველაფერს კი ჯამში ჭირდება ამ პოლიტიკური პროცესის ბოლომდე გაფორმება, ამიტომ ვინც ახლა ამაზე საუბრობს თვითონ უნდა მოგვცეს მაგალითი ამის და უნდა მოახდინოს ამ პუტინისტური რეჟიმის მორალური იზოლაცია მათშორის პარლამენტში, ივანიშვილის რეჟიმის მის სატელიტებთან მარტო დატოვების პარლამენტში არის ერთი საჭირო კომპონენტი ამის მისაღწევად.“ - განაცხადა ბოკერიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი