რევაზ სოხაძე „თბილისის საკრებულო ავარიული კორპუსების ჩანაცვლების წესს დაამტკიცებს, რაც ჩვენი ქალაქისთვის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა“

პოლიტიკა 06 May 2022 23:54

„დღეს თბილისის საკრებულო დედაქალაქისთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას - ავარიული სახლების ჩანაცვლების წესს მიიღებს. მოხარული ვარ, რომ გახლავართ იმ გუნდის წევრი, რომელმაც კახი კალაძის მერობის პერიოდში, პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ჩვენს ქალაქს ბოლო 30 წელია აწუხებს, ქმედითი ნაბიჯები გადადგა“ - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ გააკეთა.  რევაზ სოხაძემ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც ავარიული კორპუსების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის უკვე გადადგმულია.


„უკვე რამოდენიმე თვეა, ამ  მიმართულებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად საკმაოდ სოლიდური თანხაა გამოყოფილი, რაც მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს საკრებულო ავარიული კორპუსების ჩანაცვლების  წესს დაამტკიცებს, რაც ჩვენი ქალაქისთვის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, მე ორმაგად მოხარული ვარ, რადგან სამგორის რაიონში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც გახლავართ, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას. ხალხი მოუთმენლად ელოდება, თუ როდის დაიწყება პროექტის განხორციელება. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი, რომლის განხორციელებაც კახი კალაძის მერობის პერიოდში, ჩვენი გუნდის დიდი ძალისხმევით დაიწყო, სწრაფი ტემპებით გაგრძელდება და რაღაც დროის შემდეგ, თბილისში ავარიული კორპუსები აღარ იქნება“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი