"ტურისტული ვიზიტების 52 %-ზე მეტი აღდგენილია" - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ეკონომიკა 04 May 2022 10:50

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აპრილის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 244,293 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით +184.9%-ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი  37.7% პროცენტია.


საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 182,381 შეადგინა, რაც 140.5 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ტურისტული მოგზაურების  2019 წლის აპრილის თვის მონაცემების 52.3 პროცენტი აღდგენილია.


2022 წლის 4 თვეში ჯამში საქართველოში 820,796 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის იანვარი-აპრილის პერიოდთან შედარებით +272.3%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.2 პროცენტი აღდგენილია.


წელს 4 თვეში საქართველოში 642,343 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ეს მონაცემი  +233.9 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის იანვარი-აპრილის პერიოდის საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 52.2 % აღდგენილია.

 


კომენტარები:

ფართი შოპი